"ჩრდილოეთ კორეის ბირთვული იარაღის წყალობით, დედამიწაზე ომი აღარ იქნება"
ჩრდილოეთ კორეის ლიდერის კიმ ჩენ ინის განცხადებით, ჩრდილოეთ კორეის ბირთვული იარაღის წყალობით, დედამიწაზე ომი აღარ იქნება.
როგორც CNN ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო მედიაზე დაყრდნობით იტყობინება, კიმ ჩენ ინმა განაცხადა, რომ სჯერა, ქვეყანას ომებში მონაწილეობის მიღება აღარ დასჭირდება, ვინაიდან ჩრდილოეთ კორეის ბირთვული არსენალი მის უსაფრთხოებას უზრუნველყოფს.
„ჩვენი საიმედო და ეფექტიანი თავდაცვითი ბირთვული შემაკავებლით, ამ დედამიწაზე ომი აღარ იქნება და ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოება და მომავალი სამუდამოდ იქნება დაცული", - განაცხადა კიმ ჩენ ინმა სიტყვით გამოსვლისას.
კორეის ომის დასრულების 67-ე წლის იუბილეზე, ვეტერანებთან საუბრისას მან აღნიშნა, რომ ბირთვული იარაღი ჩრდილოეთ კორეას საშუალებას მისცემს, "თავი დაიცვას იმპერიალისტებისა და მტრული ძალების მხრიდან ნებისმიერი დიდი ზეწოლისა და სამხედრო საფრთხეების წინააღმდეგ".
სიახლეები
- 6 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
- სასამართლომ ლუკა კურტანიძე ოჯახში ძალადობისთვის დამნაშავედ ცნო და 7 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
- "არცერთი ადამიანი არ ყოფილა, რომელსაც ინტოქსიკაციის შედეგად ერთი დღე მაინც მოუწია საავადმყოფოში დარჩენა" - მიხეილ სარჯველაძე
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 6 დეკემბრისთვის
- "მნიშვნელობა არ აქვს, რა ნივთიერებას დაასახელებენ: როცა ეს მეორდება გადაბმულად, სტაფილოს წვენიც რომ ყოფილიყო, საზიანო იქნებოდა" - ზურაბ ჯაფარიძე