"მსურს, ადამიანებს გარკვეული თავისუფლება ჰქონდეთ, მათგან პირბადეების ტარებას არ მოვითხოვ"
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ არ აპირებს, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით ამერიკელებისთვის პირბადის ტარება სავალდებულო გახადოს.
„მსურს, ადამიანებს გარკვეული თავისუფლება ჰქონდეთ, ამერიკელებისგან პირბადეების ტარებას არ მოვითხოვ,“- აღნიშნა პრეზიდენტმა "Fox News"-სთან ინტერვიუში.
მისივე თქმით, პირბადის ტარება კარგია, თუმცა არ ეთანხმება აზრს, რომ თუ პირბადეს ყველა ატარებს, ვირუსი გაუჩინარდება.
„თავიდან ყველა გვეუბნებოდა, არ ატაროთ პირბადეებიო, შემდეგ უცებ - პირბადე ყველამ უნდა ატაროსო. პირბადე კარგია, მაგრამ არ ვეთანხმები იმ აზრს, რომ თუკი პირბადეს ყველა ატარებს, ყველაფერი გაქრება,“- განაცხადა დონალდ ტრამპმა.
ცნობისათვის, აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრმა აპრილში, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნითმ პირბადეების ტარების რეკომენდაცია გასცა მას შემდეგ რაც აღმოჩნდა, რომ შესაძლებელია, ადამიანებს სიმპტომები არ ჰქონდეთ, მაგრამ კორონავირუსით იყვნენ ინფიცირებულები. დონალდ ტრამპი საზოგადოებაში პირბადით პირველად რამდენიმე დღის წინ გამოჩნდა.
სიახლეები
- "სრულდება ეკლესიის რეიდერული მიტაცების მაფიოზური ოპერაცია" - მიხეილ სააკაშვილი
- “უწმინდესმა დალოცა საქართველო, დაგვლოცა ყველა, დაიძინა და... დადგა მომენტი, როცა მივხვდით, ღმერთთან აღარ უნდა გვებრძოლა” - ლაშა ჟვანია
- 28 მარტს ქუთაისში საგაზაფხულო აგრობაზარი გაიმართება
- "უწმინდესმა გვასწავლა, რომ ჭეშმარიტი ძალა სიმდაბლეშია, რომ ნამდვილი გამარჯვება რეალური სიმტკიცეა" - როგორ იხსენებენ პატრიარქს
- საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე სიონის ტაძარში დაკრძალეს