აზერბაიჯანის შენაერთებმა სომხეთის კუთვნილი კიდევ ერთი სამხედრო ობიექტი გაანადგურეს
აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს კადრებს, რომელშიც მათი განმარტებით, სომხეთის კუთვნილი კიდევ ერთი სამხედრო ობიექტის განადგურებაა ასახული, - ინფორმაციას აზერბაიჯანული სააგენტო APA ავრცელებს.
„თოვუზის რეგიონის მიმართულებით განხორციელებული საბრძოლო ოპერაციების დროს, ჩვენმა შენაერთებმა სომხეთის შეიარაღებული ძალების კიდევ ერთი სამხედრო ობიექტი გაანადგურეს,“- აცხადებენ აზერბაიჯანის თავდაცვის უწყებაში.
წუხელ, გვიან ღამით, აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნული იყო, რომ სიტუაცია თოვუზის მიმართულებით შედარებით წყნარია. თავდაცვის უწყებამ მედიის წარმომადგენლებსა და სოციალური ქსელების მომხმარებლებს მოუწოდა, დაუდასტურებელი, პროვოკაციული ინფორმაციის გავრცელებისგან თავი შეიკავონ და მხოლოდ სამინისტროს მიერ მიწოდებულ ოფიციალურ ცნობებს დაეყრდნონ.
შეგახსენებთ, აზერბაიჯანი-სომხეთის საზღვარზე, თოვუზის რეგიონში დაპირისპირება 12 ივლისს გამწვავდა. საბრძოლო მოქმედებების განახლებაში სომხეთი და აზერბაიჯანი ერთმანეთს ადანაშაულებენ. ცოცხალი ძალის დანაკარგი ორივე მხარემ განიცადა.
სიახლეები
- სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში შიო III-ის აღსაყდრება შედგა
- "იმ პოლიციელებმა, სპეცრაზმელებმა, რომლებიც მონაწილეობდნენ ადამიანების მიმართ ძალადობაში, კანონის წინაშე პასუხი უნდა აგონ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია"
- "რუსეთმა ცეცხლის შეწყვეტის დასრულება აირჩია" - ვოლოდიმირ ზელენსკი
- "აშშ გულწრფელად ისწრაფვის კონფლიქტის მოგვარებისკენ, თუმცა ეს პირველ რიგში რუსეთისა და უკრაინის საქმეა" - ვლადიმერ პუტინი
- "არავინ თანხის დასაზოგად არ არის განწყობილი, ამორალურია, როდესაც დიუშენის მედიკამენტებთან დაკავშირებით პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობენ"