აშშ-ში მყოფ უცხოელ სტუდენტებს, რომელთა სასწავლო დაწესებულებები სწავლის მხოლოდ დისტანციურ რეჟიმზე გადავლენ, ქვეყანაში დარჩენის უფლება აღარ ექნებათ
აშშ-ში მყოფ უცხოელ სტუდენტებს, რომელთა სასწავლო დაწესებულებები სწავლის მხოლოდ დისტანციურ რეჟიმზე გადავლენ, ქვეყანაში დარჩენის უფლება აღარ ექნებათ, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
აშშ-ის საიმიგრაციო და საბაჟო აღსრულების დეპარტამენტის განმარტებით, იმ მოქალაქეებს, რომლებიც აღნიშნულ წესს არ დაიცავენ, შესაძლოა, დეპორტაცია დაემუქროთ.
დეპარტამენტი აცხადებს, რომ ახალი წესი ვრცელდება F-1 და M-1 ვიზების მფლობელებზე, რომლებიც ეხება აკადემიურ და პროფესიულ პროგრამებში მონაწილე სტუდენტებს.
აშშ-ში, კორონავირუსის პანდემიის გამო, სასწავლო პროცესის დისტანციურ რეჟიმზე ბევრი უნივერსიტეტი გადადის. მაგალითად, ჰარვარდის უნივერსიტეტში სასწავლო პროცესი დისტანციურ რეჟიმში წარიმართება, მათ შორის იმ სტუდენტებისთვისაც, რომლებიც სასწავლო დაწესებულების ტერიტორიაზე ცხოვრობენ.
სააგენტოს მონაცემებით, სახელმწიფო დეპარტამენტმა 2019 წელს 388 839 F და 9 518 M ვიზა გასცა. აშშ-ის კომერციის დეპარტამენტის ინფორმაციით, 2018 წელს საერთაშორისო სტუდენტებით ქვეყნის ეკონომიკამ 45 მილიარდი აშშ დოლარი მიიღო.
სიახლეები
- ,,ეს არის იმ პოლიტიკის დამსახურება, რასაც საქართველოს ხელისუფლება წლებია აწარმოებს"- შალვა პაპუაშვილი
- ,,სალომე ზურაბიშვილმა გლოვის დღეს ცილი დასწამა ეკლესიას და შემდეგ კითხვები უჩნდება, სად იყო და სად არა"- შალვა პაპუაშვილი
- საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
- იმერეთში რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოვლინდა
- ,,გლოვის დღეები ჰქონდა საქართველოს, ამიტომ არაფერი დავწერე, არადა ბევრი რამ მოხდა…” – ეკა კუპატაძე