ქანიე უესტი პრეზიდენტად – მუსიკოსის მორიგი ამბიცია
ამერიკის შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნებამდე რამდნეიმე თვით ადრე, რეპერმა ქანიე უესტმა გვამცნო, რომ აშშ-ის საპრეზიდენტო კანდიდატად იყრის კენჭს.
Gremmy-ს 21 გზის გამარჯვებულმა, დამოუკიდებლობის დღეს Tweeter-ზე თავისი გეგმებისა და განძრახვის შესახებ გაგვიმხილა: „ჩვენ უნდა განვახორციელოთ ამერიკის დაპირება. უფლის რწმენით, ჩვენი ხედვების გაერთიანებითა და მომავლის შენებით, მე კენჭს ვიყრი აშშ-ის პრეზიდენტად“ – დაწერა რეპერმა საკუთარ გვერდზე.
ჯერჯერობით უცნობია ოფიციალურად წამოაყენა თუ არა ქანიე უესტმა თავისი კანდიდატურა კარს მომდგარ არჩევნებზე, თუ ეს რეპერის მორიგი სპეკულაციაა, თუმცა ფაქტია, რომ მისი განცხადება საოცრად რეზონანსული აღმოჩნდა, ბევრმა მას მხარდაჭერაც კი გამოუცხადა.

„ჩემი სრული მხარდაჭერა გაქვს“ – ამ სიტყვებით გამოეხმაურა ბიზნესმენი და გამომგონებელი ილონ მასკი ქანიეს წამოწყებას და მას სრული ნდობა და მხარდაჭერა გამოუცხადა.
ქანიე უესტის პოსტს მისი მეუღლე კიმ კარდაშიანიც გამოეხმაურა, მან ქმრის პოსტი გააზიარა და ამერიკის დროშაც დაურთო აღწერაში, თუმცა სულ ეს გახლდათ.
სიახლეები
- ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე საქართველოს 142-ე პატრიარქი აირჩიეს
- ,,დღეს ისტორიული მოვლენის წინაშე ვდგავართ, ყოვლადწმინდა სამების ამ დიდებულ ტაძარში შეკრებილნი სრულად ვართ მინდობილნი ღვთის განგებულებას"- მეუფე შიო
- ,,ღვთის განგებას ვერ გადავწყვეტ, როგორც უფალი განაგებს ისე იქნება"- მეუფე იოანე
- ,,მშვიდობა იზეიმებს და საქართველო გაიმარჯვებს" - მეუფე გრიგოლი
- სამეგრელოში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს
