ისრაელში კლუბები, ბარები და სპორტული დარბაზები დაიხურება
ისრაელის მთავრობამ ღონისძიებების დარბაზების, კლუბების, ბარების, სპორტული დარბაზების დახურვის გადაწყვეტილება მიიღო.
რესტორნებში სტუმრებზე შეზღუდვები დაწესდება. მიზეზი კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების მკვეთრი ზრდაა.
მთავრობის განცხადებაში აღნიშნულია, რომ რესტორნებისთვის დახურულ შენობაში 20 ადამიანის ყოფნაა დასაშვები, ღია სივრცეში კი - 30-ის.
დახურული იქნება საზოგადოებრივი აუზებიც. საზაფხულო ბანაკები კი მხოლოდ მე-4 კლასამდე ასაკის ბავშვებს მიიღებს. ავტობუსებში იკრძალება 20 მგზავრზე მეტის გადაყვანა, სახელმწიფო მოხელეთა 30 პროცენტი დისტანციურად, სახლიდან იმუშავებს.
შეზღუდვების ამოქმედებამდე ამ ზომებს ქნესეთმა უნდა დაუჭიროს მხარი.
სიახლეები
- ,,ეს არის იმ პოლიტიკის დამსახურება, რასაც საქართველოს ხელისუფლება წლებია აწარმოებს"- შალვა პაპუაშვილი
- ,,სალომე ზურაბიშვილმა გლოვის დღეს ცილი დასწამა ეკლესიას და შემდეგ კითხვები უჩნდება, სად იყო და სად არა"- შალვა პაპუაშვილი
- საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
- იმერეთში რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოვლინდა
- ,,გლოვის დღეები ჰქონდა საქართველოს, ამიტომ არაფერი დავწერე, არადა ბევრი რამ მოხდა…” – ეკა კუპატაძე