თურქეთში, ფოიერვერკების ფაბრიკის აფეთქებისას დაღუპულთა რიცხვი 6-მდე გაიზარდა
თურქეთში, საქარიის პროვინციაში ფოიერვერკების ფაბრიკაში აფეთქების შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი ექვსამდე გაიზარდა.
ამის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება.
3 ივლისს თურქეთში, საქარიის პროვინციაში ფოიერვერკების ფაბრიკაში აფეთქება მოხდა. უბედურ შემთხვევას 6 ადამიანი ემსხვერპლა და 110 კი დაშავდა. ფაბრიკის ხელმძღვანელების თქმით, აფეთქების დროს შენობაში 150-200 ადამიანი იმყოფებოდა.
თურქეთის პოლიციამ ფოიერვერკების ფაბრიკის აფეთქების ბრალდებაში ეჭვმიტანილი სამი პირი, ქარხნის ხელმძღვანელი და ორი თანაშემწე დააკავა.
სიახლეები
- დანიის ზოოპარკი მტაცებლების გამოსაკვებად არასასურველ შინაურ ცხოველებს ითხოვს
- “უკვე დადასტურდა საერთაშორისო, საშინაო, ადამიანურ, დიპლომატიურ, ნებისმიერ დონეზე მამუკა ხაზარაძის თაღლითობა” - შალვა პაპუაშვილი
- დრონებით შეტევის შედეგად რიაზანის ქარხანამ ნავთობის გადამუშავება გაანახევრა
- “ჯუანშერ ბურჭულაძე და სხვა დასაკავებელ-დასაჭერები, ირაკლი ღარიბაშვილს პარტიის გაკეთებას სთხოვენ” - ლევან ხაბეიშვილი
- აშშ-მა და NATO-მ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალი მექანიზმი აამოქმედეს