ირანმა სპარსეთისა და ომანის ყურეში მიწისქვეშა სარაკეტო ქალაქები შექმნა
ირანულმა ჯარმა თავდაცვითი სარაკეტო სისტემები შექმნა, რომელიც სპარსეთისა და ომანის ყურეებში, მიწისქვეშ მდებარეობს.
ამის შესახებ ისლამური რევოლუციური გვარდიის კორპუსის საზღვაო ძალების მეთაურმა, ალირეზა ტანგსირმა განაცხადა.
”ჩვენმა მტრებმა იციან, რომ ჩვენს ჯარსა და გვარდიას მიწისქვეშა სარაკეტო ქალაქები გააჩნია, რომლებიც მთელი სპარსეთის ყურისა და მექრანის გასწვრივ (ომანის ყურის სანაპიროზე) მდებარეობს. თუმცა, მათ არ აქვთ ზუსტი ინფორმაცია მათი ადგილმდებარეობის შესახებ”, - ციტირებს მას გამოცემა Tasnim.
ტანგსირმა დასძინა, რომ მთელ სამხრეთ საზღვაო საზღვარზე, 2,2 ათას კილმეტრზე 428 საზღვაო ქვედანაყოფია განლაგებული, რომელიც 23 ათასზე მეტ სამხედრო მოსამსახურეს მოიცავს.
ირანის საზღვაო საზღვარი ინდოეთის ოკეანემდე ვრცელდება. ამავე დროს, ქვეყნის საზღვაო ძალების უდიდესი ნაწილი კონცენტრირებულია სპარსეთის ყურეში.
22 ივნისს ტანგსირმა განაცხადა, რომ ირანის შეიარაღებული ძალები, ამ წლის ბოლომდე, ინდოეთის ოკეანეში სამხედრო ბაზის შექმნისთვის საჭირო სამუშაოებს დაიწყებენ.
სიახლეები
- დანიის ზოოპარკი მტაცებლების გამოსაკვებად არასასურველ შინაურ ცხოველებს ითხოვს
- “უკვე დადასტურდა საერთაშორისო, საშინაო, ადამიანურ, დიპლომატიურ, ნებისმიერ დონეზე მამუკა ხაზარაძის თაღლითობა” - შალვა პაპუაშვილი
- დრონებით შეტევის შედეგად რიაზანის ქარხანამ ნავთობის გადამუშავება გაანახევრა
- “ჯუანშერ ბურჭულაძე და სხვა დასაკავებელ-დასაჭერები, ირაკლი ღარიბაშვილს პარტიის გაკეთებას სთხოვენ” - ლევან ხაბეიშვილი
- აშშ-მა და NATO-მ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალი მექანიზმი აამოქმედეს