"ვირუსით ინფიცირებული თუ ხართ და ამას მალავთ, სხვების უფლებებს არღვევთ"
ირანის პრეზიდენტის განკარგულებით, ხვალიდან დახურულ საჯარო სივრცეში პირბადის ტარება სავალდებულო გახდება.
ისინი, ვინც ამ წესს არ დაემორჩილებიან, სახელმწიფო სერვისებით ვერ ისარგებლებენ.
„სახელმწიფო მოხელეები არ უნდა მოემსახურონ მათ, ვინც პირბადეს არ ატარებს, ხოლო თანამშრომლები, რომლებიც პირბადის გარეშე არიან, სამსახურში არ უნდა დაუშვან“, – განაცხადა ჰასან როჰანიმ.
მისივე თქმით, თუ მოქალაქე დაინფიცირდება, მან ამის შესახებ ექიმებს უნდა აცნობოს.
„თქვენი ინფიცირების შესახებ ინფორმაციის დამალვა, სხვა ადამიანების უფლებების დარღვევაა“, – განაცხადა როჰანიმ.
ირანში „კოვიდ-19“-ით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 237 878 შეადგინა. ბოლო 24 საათში ქვეყანაში გარდაიცვალა 148 ადამიანი. სულ ვირუსს ირანში 11 408 ადამიანი ემსხვერპლა.
სიახლეები
- "აშშ გულწრფელად ისწრაფვის კონფლიქტის მოგვარებისკენ, თუმცა ეს პირველ რიგში რუსეთისა და უკრაინის საქმეა" - ვლადიმერ პუტინი
- "არავინ თანხის დასაზოგად არ არის განწყობილი, ამორალურია, როდესაც დიუშენის მედიკამენტებთან დაკავშირებით პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობენ"
- ნავთობის ბაზრის ანალიზი ადასტურებს, რომ ირან-ამერიკის დაპირისპირება მისულია ფინალურ ფაზამდე
- გლდანში ავარიას ქვეითი ემსხვერპლა
- 10 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი