სომხეთში ბოლო 24 საათში COVID-19-ით 593 ადამიანი დაინფიცირდა
სომხეთში ახალი კორონავირუსი ბოლო 24 საათში 593 ადამიანს დაუდასტურდა.
ჯამში, ქვეყანაში COVID-19-ით ინფიცირებულთა რიცხვმა 26 658-ს მიაღწია. ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ეროვნულ ცენტრში განაცხადეს.
კორონავირუსით ინფექციის გავრცელებიდან დღემდე 459 ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის, 6 გასული დღე-ღამის განმავლობაში. კოვიდინფიცირებულთა რიცხვი, რომლებიც სხვა დაავადებებით გარდაიცვალნენ 153-ს შეადგენს.
15 036 პაციენტი გამოჯანმრთელდა.
ამჟამად 11 010 პაციენტი კლინიკაში მკურნალობს. ქვეყანაში 115 765 ტესტი ჩატარდა.
სიახლეები
- ,,ვახტანგ გომელაური ქიმიკოსი არ არის, რომ 2007 წელს შეძენილი ფხვნილი გადაემოწმებინა"- ირაკლი კობახიძე
- ზელენსკის თვითმფრინავს ირლანდიაში ვიზიტისას დრონები აედევნენ
- ისრაელს მომავალ წელს „ევროვიზიაში“ მონაწილეობის უფლება მიეცემა
- სომხეთში ნარკოდანაშაულის ბრალდებით დააკავეს არქიეპისკოპოსი, რომელიც, სავარაუდოდ, სექს-სკანდალში ფიგურირებდა
- მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 28 მოქალაქე დააკავეს