პუტინი კორონავირუსზე ტესტირებას 3-4 დღეში ერთხელ იტარებს
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ტელეკომპანია "Россия 1"-თან ინტერვიუში აღნიშნა, რომ კორონავირუსზე ტესტირებას 3-4 დღეში იტარებს.
რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ კორონავიურსით არ არის ინფიცირებული. მან ასევე აღნიშნა, რომ დისტანციური მუშაობა მისთვის ”გარკვეულწილად გამოცდაა”, რადგან ხალხთან კომუნიკაცია უყვარს.
პუტინმა ასევე განაცხდა, რომ მას შემდეგ, რაც ქვეყნის პრემიერს, მიხაილ მიშუსტინს კორონავირუსი დაუდასტურდა, ვირუსზე რეგულარულად ემოწმება. მან ასევე აღნიშნა, რომ უსაფრთხოების მიზნით, პრეზიდენტი და პრემიერ-მინისტრი არასოდეს იფრენენ ერთი და იმავე თვითმფრინავით, ერთსა და იმავე დროს, ვინაიდან მათ ქვეყნის წინაშე განსაკუთრებული პასუხისმგებლობა აქვთ.
შეგახსენებთ, რუსეთის პრემიერ-მინისტრი მიხაილ მიშუსტინი COVID-19–ით 30 აპრილს დაინფიცირდა. ამ დროისათვის კი უკვე გამოჯანმრთელდა.
სიახლეები
- ,,ეს არის იმ პოლიტიკის დამსახურება, რასაც საქართველოს ხელისუფლება წლებია აწარმოებს"- შალვა პაპუაშვილი
- ,,სალომე ზურაბიშვილმა გლოვის დღეს ცილი დასწამა ეკლესიას და შემდეგ კითხვები უჩნდება, სად იყო და სად არა"- შალვა პაპუაშვილი
- საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
- იმერეთში რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოვლინდა
- ,,გლოვის დღეები ჰქონდა საქართველოს, ამიტომ არაფერი დავწერე, არადა ბევრი რამ მოხდა…” – ეკა კუპატაძე