Rolling Stones-მა ტრამპს საკუთარი სიმღერების გამოყენება აუკრძალა
ბრიტანულმა როკ-ჯგუფმა Rolling Stones-მა აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპს მოუწოდა, აღარ გამოიყენოს მისი კომპოზიციები საარჩევნო კამპანიის დროს გამართულ შეხვედრებში.
საავტორო უფლებების ორგანიზაციამ (Broadcast Music, Inc., BMI) ჯგუფის მოთხოვნით დონალდ ტრამპის კამპანიის წევრებს აცნობა, რომ ნებართვის გარეშე სიმღერების გამოყენება სალიცენზიო ხელშეკრულების დარღვევაა.
გამოცემა Metro აღნიშნავს, რომ ბენდის მუსიკოსებმა ადრეც მიმართეს ტრამპს, მათი მუსიკის გამოყენებისგან თავის შეკავების მოთხოვნით, თუმცა, ამერიკის პრეზიდენტმა განაგრძო კომპოზიციების გამოყენება მუსიკოსების ნებართვის გარეშე.
ტრამპს კომპოზიციების უკანონო გამოყენებაში სხვა მუსიკოსებიც ადანაშაულებენ, მათ შორის, ელტონ ჯონი, ადელი, რიანა, Panic! At the Disco და სხვ.
სიახლეები
- ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე საქართველოს 142-ე პატრიარქი აირჩიეს
- ,,დღეს ისტორიული მოვლენის წინაშე ვდგავართ, ყოვლადწმინდა სამების ამ დიდებულ ტაძარში შეკრებილნი სრულად ვართ მინდობილნი ღვთის განგებულებას"- მეუფე შიო
- ,,ღვთის განგებას ვერ გადავწყვეტ, როგორც უფალი განაგებს ისე იქნება"- მეუფე იოანე
- ,,მშვიდობა იზეიმებს და საქართველო გაიმარჯვებს" - მეუფე გრიგოლი
- სამეგრელოში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს