პოლონეთში საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს
დღეს პოლონეთში საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური მიმდინარეობს.
ამის შესახებ ინფორმაციას Deutsche Welle ავრცელებს.
წინასწარი გამოკითხვით ქვეყნის ამჟამინდელ პრეზიდენტს ანჟეი დუდასა და მის მთავარ მოწინააღმდეგეს, ოპოზიციური პარტიის ლიდერს, დედაქალაქის მერს, რაფალ ტშასკოვსკიას არჩევნებში გამარჯვების თითქმის თანაბარი შანსები აქვთ. გამოკითხულთა 40% მხარს ქვეყნის მოქმედ პრეზიდენტს უჭერს, ხოლო 30% - მის კონკურენტს.
პოლონეთის პრეზიდენტის პოსტისთვის სულ 10 კანდიდატი იბრძოლებს.
საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური პოლონეთში 10 მაისს უნდა გამართულიყო, თუმცა კორონავირუსის პანდემიის გამო კენჭისყრა გადაიდო.
სიახლეები
- ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე საქართველოს 142-ე პატრიარქი აირჩიეს
- ,,დღეს ისტორიული მოვლენის წინაშე ვდგავართ, ყოვლადწმინდა სამების ამ დიდებულ ტაძარში შეკრებილნი სრულად ვართ მინდობილნი ღვთის განგებულებას"- მეუფე შიო
- ,,ღვთის განგებას ვერ გადავწყვეტ, როგორც უფალი განაგებს ისე იქნება"- მეუფე იოანე
- ,,მშვიდობა იზეიმებს და საქართველო გაიმარჯვებს" - მეუფე გრიგოლი
- სამეგრელოში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს