"ვაცნობიერებთ, რომ დეზინფორმაციის კამპანია, ჰიბრიდული ომის იარაღი რუსეთის არსენალის ნაწილია"
ვაცნობიერებთ, რომ დეზინფორმაციის კამპანია, ჰიბრიდული ომის იარაღი რუსეთის არსენალის ნაწილია, ბერლინში, ტიერგარტენის პარკში, მომხდარი მკვლელობაც, რომელზეც სასამართლო მსჯელობა მიმდინარეობს, სერიოზული ინციდენტია, თუმცა რუსეთთან კონსტრუქციული დიალოგის გასაგრძელებლად მიზეზები მაინც არსებობს, - ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა რამდენიმე ევროპულ გამოცემასთან ინტერვიუში განაცხადა, რითაც უპასუხა შეკითხვას, აცნობიერებს თუ არა გერმანია რუსეთიდან მომავალ საფრთხეს.
„ერთი მხრივ ჩვენ ვაღიარებთ ჰიბრიდულ ომს, დესტაბილიზაციის მეთოდებს, როგორც რუსეთის ქცევის ნიმუშს. მეორე მხრივ, რუსეთთან კონსტრუქციული დიალოგის გასაგრძელებლად მიზეზები არსებობს. ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა სირია და ლიბია, ევროპის უშუალო მეზობელი ქვეყნები, რუსეთის სტრატეგიული გავლენა დიდია. ამიტომ გავაგრძელებ მასთან თანამშრომლობისკენ სწრაფვას,“- განაცხადა ანგელა მერკელმა.
სიახლეები
- "აშშ გულწრფელად ისწრაფვის კონფლიქტის მოგვარებისკენ, თუმცა ეს პირველ რიგში რუსეთისა და უკრაინის საქმეა" - ვლადიმერ პუტინი
- "არავინ თანხის დასაზოგად არ არის განწყობილი, ამორალურია, როდესაც დიუშენის მედიკამენტებთან დაკავშირებით პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობენ"
- ნავთობის ბაზრის ანალიზი ადასტურებს, რომ ირან-ამერიკის დაპირისპირება მისულია ფინალურ ფაზამდე
- გლდანში ავარიას ქვეითი ემსხვერპლა
- 10 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი