ირანში პირბადის ტარება შესაძლოა სავალდებულო გახდეს
ირანის პრეზიდენტის ჰასან როუჰანის განცხადებით, ისლამურ რესპუბლიკაში პირბადეების ტარება შესაძლოა სავალდებულო გახდეს.
ამის შესახებ Reuters იუწყება.
"ხალხმრავალ და დახურულ ადგილებში პირბადის ტარება სავალდებულო დაახლოებით ერთ კვირაში გახდება. მაგრამ ამისათვის საჭიროა ქვეყანაში ბევრი იაფფასიანი პირბადე უნდა ვაწარმოოთ, რათა ის ყველასთვის ხელმისაწვდომი იყოს", - განაცხადა პრეზიდენტმა.
უკანასკნელი ორი თვის განმავლობაში პირველად, ამ კვირაში კორონავირუსით სიკვდილიანობის მაჩვენებელმა 100-ს გადააჭარბა, რაშიც ოფიციალურ პირებს ადანაშაულებენ, ვინაიდან ქვეყანაში არ არის დაცული სოციალური დისტანციის წესები და არ არის სავალდებულო პირბადეების ტარება.
სიახლეები
- ,,ვახტანგ გომელაური ქიმიკოსი არ არის, რომ 2007 წელს შეძენილი ფხვნილი გადაემოწმებინა"- ირაკლი კობახიძე
- ზელენსკის თვითმფრინავს ირლანდიაში ვიზიტისას დრონები აედევნენ
- ისრაელს მომავალ წელს „ევროვიზიაში“ მონაწილეობის უფლება მიეცემა
- სომხეთში ნარკოდანაშაულის ბრალდებით დააკავეს არქიეპისკოპოსი, რომელიც, სავარაუდოდ, სექს-სკანდალში ფიგურირებდა
- მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 28 მოქალაქე დააკავეს