უზბეკეთი COVID-19-ით ინფიცირებულ ტურისტებს კომპენსაციის სახით $3000 გადაუხდის
უზბეკეთი ტურისტებს, რომლებიც ქვეყნის მონახულების პერიოდში ახალი ტიპის კორონავირუსით დაინფიცირდებიან კომპენსაციის სახით 3000 აშშ დოლარს გადაუხდის.
ამის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება.
მთავრობის გადაწყვეტილება ითვალისწინებს სანიტარული და ეპიდემიოლოგიური უსაფრთხოების სისტემის - ”უზბეკეთი - უსაფრთხო მგზავრობა გარანტირებულია” დანერგვას. მის ფარგლებში შეიქმნება უსაფრთხო ტურიზმის ფონდი. ტუროპერატორები და სასტუმროები სპეციალურ სერტიფიკატებს მიიღებენ, რომლის გარეშეც ტურისტებთან მუშაობა აკრძალული იქნება.
გავრცელებულია ინფორმაცია, რომ ეს პრაქტიკა ფართოდ გამოიყენება მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. ტუროპერატორების მიერ საკარანტინო პერიოდში უცხოელი ტურისტებისთვის მომსახურების მიწოდება შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ რეესტრში რეგისტრირებულ ობიექტებზე.
სიახლეები
- ,,ეს არის იმ პოლიტიკის დამსახურება, რასაც საქართველოს ხელისუფლება წლებია აწარმოებს"- შალვა პაპუაშვილი
- ,,სალომე ზურაბიშვილმა გლოვის დღეს ცილი დასწამა ეკლესიას და შემდეგ კითხვები უჩნდება, სად იყო და სად არა"- შალვა პაპუაშვილი
- საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
- იმერეთში რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოვლინდა
- ,,გლოვის დღეები ჰქონდა საქართველოს, ამიტომ არაფერი დავწერე, არადა ბევრი რამ მოხდა…” – ეკა კუპატაძე