ბრაზილიაში კორონავირუსის 35 000-მდე ახალი შემთხვევა დადასტურდა
ბრაზილიაში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 34 918 შემთხვევა დადასტურდა და დაინფიცირებულთა რაოდენობა 923 189-მდე გაიზარდა, - ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ბრაზილიის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
ტელეკომპანიის ცნობით, ქვეყანაში კორონავირუსს 1 282 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და დაღუპულთა საერთო რიცხვმა 45 241-ს მიაღწია.
ცნობისათვის, როგორც კოვიდინფიცირებულების, ასევე ვირუსით დაღუპულთა რაოდენობით ბრაზილია მეორე ადგილზე დგას მსოფლიოში აშშ-ის შემდეგ.
ტეგები:
სიახლეები
- "აშშ გულწრფელად ისწრაფვის კონფლიქტის მოგვარებისკენ, თუმცა ეს პირველ რიგში რუსეთისა და უკრაინის საქმეა" - ვლადიმერ პუტინი
- "არავინ თანხის დასაზოგად არ არის განწყობილი, ამორალურია, როდესაც დიუშენის მედიკამენტებთან დაკავშირებით პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობენ"
- ნავთობის ბაზრის ანალიზი ადასტურებს, რომ ირან-ამერიკის დაპირისპირება მისულია ფინალურ ფაზამდე
- გლდანში ავარიას ქვეითი ემსხვერპლა
- 10 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი