პეკინში "სამხედრო რეჟიმის" შემოღება დაიწყეს
ქალაქის მაცხოვრებლებს არ აქვთ სახლის დატოვების უფლება და ვალდებულები არიან დაიცვან თვითიზოლაციის რეჟიმი.
გახსნილი საბავშვო ბაღები და დაწყებითი კლასების სკოლები ისევ დახურეს, ყველა ვალდებულია მუშაობა სახლიდან გააგრძელონ.
შაბათს, 13 ივნისს დაკეტეს ბაზარი, რადგანაც ბაზარში მყოფ 517-დან 45 ადამიანს კორონავირუსის ანალიზი დადებითი აღმოაჩნდა. როგორც ბაზრის მმართველმა განმარტა, ვირუსი ნახეს ორაგულის დასამუშავებელ დაფაზე.
დასნებოვნებული თევზი აღნიშნულ ბაზარში მოხვდა ძინშენის ზღვის პროდუქტების დახურული ბაზრიდან, სადაც მანამდეც იყო აღმოჩენილი ინფექციის გავრცელების კერა. შემოწმება მას შემდეგ დაიწყო, რაც ორი თვის განმავლობაში რამოდენიმე ადამიანი დაავადდა. ბაზრის თანამშრომლების ტესტირება გრძელდება. ეპიდემიოლოგიური სამსახურის თანამშრომლებმა ასევე დაიწყეს რაიონის ტერიტორიის დეზინფექცია.
ახალი ტიპის კორონავირუსის კერად ითვლება ქალაქი უჰანი, კერძოდ, ბაზარი, სადაც გარეულ ცხოველებს ყიდდნენ. დაავადების პირველი შემთხვევები 2019 წლის დეკემბწერში დარეგისტრირდა, თუმცა გაზეთი South China Morning Post მთავრობის დოკუმენტებზე დაყრდნობით, ამტკიცებს, რომ უჩვეულო კორონავირუსის შესახებ, ჯერ კიდევ ნოემბერში იყო ცნობილი.
სიახლეები
- ,,ეს არის იმ პოლიტიკის დამსახურება, რასაც საქართველოს ხელისუფლება წლებია აწარმოებს"- შალვა პაპუაშვილი
- ,,სალომე ზურაბიშვილმა გლოვის დღეს ცილი დასწამა ეკლესიას და შემდეგ კითხვები უჩნდება, სად იყო და სად არა"- შალვა პაპუაშვილი
- საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
- იმერეთში რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოვლინდა
- ,,გლოვის დღეები ჰქონდა საქართველოს, ამიტომ არაფერი დავწერე, არადა ბევრი რამ მოხდა…” – ეკა კუპატაძე