ათასობით მეცნიერი პროტესტის ნიშნად მუშაობას წყვეტს
ათასობით მეცნიერი მთელი მსოფლიოს მასშტაბით რაზისმის წინააღმდეგ პროტესტის ნიშნად მუშაობას შეწყვეტს.
ამის შესახებ ჟურნალი Nature წერს.
გამოცემის ინფორმაციით, 4000 მეტი მეცნიერი უერთდება მოწოდებას "გაფიცვა შავკანიანთა სიცოცხლისთვის" და 10 ივნისს სამეცნიერო საქმიანობას აჩერებს.
"ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ცალკეული მეცნიერები, აკადემიკოსები და ყველა დანარჩენი ამ დღეს შავკანიანთა მხარდასაჭერად გამოიყენებს", - განაცხადა საპროტესტო ჯგუფის კოორდინატორმა, ილინოისის შტატის ჩიკაგოს უნივერსიტეტის ასტროფიზიკოსმა, ბრაიან ნორდმა.
ჟურნალი Nature აღნიშნავს, რომ უამრავმა მეცნიერმა მხარი დაუჭირა პროტესტს აშშ-ში, რომელიც პოლიციის ძალადობის შედეგად გარდაცვლილი ჯორჯ ფლოიდის პატივსაცემად იმართება. საპროტესტო ტალღაც თავად გამოცემაც შეუერთდა და პუბლიკაციებისთვის შექმნა ჰეშტეგები #Strike4BlackLives, #ShutDownSTEM და #ShutDownAcademia.
სიახლეები
- ,,ეს არის იმ პოლიტიკის დამსახურება, რასაც საქართველოს ხელისუფლება წლებია აწარმოებს"- შალვა პაპუაშვილი
- ,,სალომე ზურაბიშვილმა გლოვის დღეს ცილი დასწამა ეკლესიას და შემდეგ კითხვები უჩნდება, სად იყო და სად არა"- შალვა პაპუაშვილი
- საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
- იმერეთში რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოვლინდა
- ,,გლოვის დღეები ჰქონდა საქართველოს, ამიტომ არაფერი დავწერე, არადა ბევრი რამ მოხდა…” – ეკა კუპატაძე