"მსოფლიოში 820 მილიონზე მეტი ადამიანი შიმშილობს, კორონავირუსი სიტუაციას კიდევ უფრო აუარესებს" - ანტონიო გუტერეში
მსოფლიოში 820 მილიონზე მეტი ადამიანი შიმშილობს, 5 წლამდე ასაკის 144 მილიონ ბავშვს ზრდაში შეფერხება აქვს, კორონავირუსი კი სიტუაციას აუარესებს,- ამის შესახებ გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერეშმა განაცხადა.
მისივე თქმით, მსოფლიოს 7.8 მილიარდიანი მოსახლეობის გამოსაკვებად საკმარისზე მეტი საკვები არსებობს, თუმცა პრობლემა შესაბამისი სისტემების არასათანადოდ მუშაობაშია.
ანტონიო გუტერეშმა ასევე აღნიშნა, რომ “კოვიდ 19”-ით გამოწვეული კრიზისის გამო, უკიდურეს სიღარიბეში მცხოვრები ადამიანების რაოდენობა წელს, შესაძლოა, 49 მილიონით გაიზარდოს.
„კორონავირუსის პანდემიისა და მისგან გამოწვეული შედეგების გამო უკიდურეს სიღარიბეში მცხოვრები ადამიანების რაოდენობა მიმდინარე წელს, შესაძლოა, 49 მილიონით გაიზარდოს,“- განაცხადა გაეროს გენერალურმა მდივანმა.
სიტუაციის გაუარესების თავიდან ასაცილებლად ანტონიო გუტერეშმა ქვეყნებს ერთობლივი და კოორდინირებული მოქმედებისკენ მოუწოდა.
“თუკი საჭირო ნაბიჯებს დაუყოვნებლივ არ გადავდგამთ, გარდაუვალია, რომ მსოფლიოში საკვებთან დაკავშირებული საგანგებო მდგომარეობა შეიქმნება, რომელსაც მილიონობით ზრდასრულ ადამიანსა და ბავშვზე ხანგრძლივი უარყოფითი ზეგავლენა ექნება,“- აღნიშნა გაერო-ს გენერალურმა მდივანმა.
სიახლეები
- ჩოხატაურის საკრებულოს ყოფილ თავმჯდომარეს გირაო პატიმრობით შეუცვალეს
- ,,თუ რაიმე არის საუკუნოვანი ბრენდი, ეს იყო საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი, რომელიც 1992 წელს ისე გააქრეს"- ირაკლი კობახიძე
- ილონ მასკი ისტორიაში პირველი ადამიანი გახდა, რომლის ქონებამ 800 მილიარდ დოლარს გადააჭარბა
- ,,ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მცდელობა, აკადემიური საზოგადოება და სტუდენტები ჩართოს პოლიტიკურ პროცესებში, პირდაპირ კავშირშია საქართველოს უსაფრთხოებასა და სუვერენიტეტთან"- ეკა სეფაშვილი
- ,,ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „ტეტრაჰიდროკანაბინოლი“ და ,,გამომშრალი მარიხუანა” – შსს-მ 2 პირი დააკავა