"მსურდა, კორონავირუსით დავინფიცირებულიყავი, რათა ხალხისთვის მეჩვენებინა, რომ ეს ჭირი არ არის" - ვლადიმირ ზელენსკი
უკრაინის პრეზიდენტი, ვლადიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ მას სურდა, კორონავირუსით დაინიფიცრებულიყო, რათა ხალხის მდგომარეობა შემსუბუქებულიყო.
მისივე თქმით, დაავადების არ ეშინია და სურდა ეს ეტაპი თავის თავზე გამოეცადა.
„ჩემს თავზე მინდოდა გამომეცადა ეს ეტაპი, რათა ხალხის მდგომარეობა შემსუბუქებულიყო. როდესაც ჩვენ გვქონდა დეპრესიის პერიოდი, შევიკრიბეთ და მე ჩვენებს შევთავაზე: მოდი, მე გავხდები ავად და ჩემი იზოლაცია მოხდება და ამას ნორმალურად გადავიტან. ეს იმისთვის მსურდა, რათა ხალხს გაეგო, რომ ყველა შეიძლებოდა ავად გამხდარიყო, ისინი დეპრესიაში არ ჩავარდნილიყვნენ და მეჩვენებინა, რომ ეს ჭირი არ იყო,“ – განაცხადა ვლადიმირ ზელენსკიმ.
თუმცა, უკრაინის პრეზიდენტის თქმით, შემდეგ მან გადაწყვიტა, რომ ეს „ზედმეტი“ იყო.
„ოჯახი არ მაპატიებდა. იტყოდნენ, რომ მე სულელი ვარ და პრინციპში, მართალიც იქნებოდნენ“, – განაცხადა ვლადიმირ ზელენსკიმ.
სიახლეები
- ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე საქართველოს 142-ე პატრიარქი აირჩიეს
- ,,დღეს ისტორიული მოვლენის წინაშე ვდგავართ, ყოვლადწმინდა სამების ამ დიდებულ ტაძარში შეკრებილნი სრულად ვართ მინდობილნი ღვთის განგებულებას"- მეუფე შიო
- ,,ღვთის განგებას ვერ გადავწყვეტ, როგორც უფალი განაგებს ისე იქნება"- მეუფე იოანე
- ,,მშვიდობა იზეიმებს და საქართველო გაიმარჯვებს" - მეუფე გრიგოლი
- სამეგრელოში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს