ნიკოლ ფაშინიანი და მისი ოჯახის წევრები კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდნენ
სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი და მისი ოჯახის წევრები კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდნენ, - ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრი სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ წერს.
მისივე თქმით, განმეორებითი ტესტის პასუხები კორონავირუსზე უარყოფითია.
„ძვირფასო თანამემამულეებო, ახლახანს მივიღეთ განმეორებითი ტესტების პასუხები. ყველას პასუხი უარყოფითია. უარყოფითი პასუხები იყო გუშინაც. რა თქმა უნდა, ჩვენი ინფიცირების ვადები და პირობები უნდა გადაიხედოს, მაგრამ მთავარი ისაა, რომ ჩვენ ყველანი გამოვჯანმრთელდით და იმუნიტეტი გვაქვს. სამსახურს ვუბრუნდები“,- წერს ნიკოლ ფაშინიანი.
ცნობისათვის, სომხეთის პრემიერ-მინისტრსა და მისი ოჯახის წევრებს კორონავირუსი 31 მაისს დაუდასტურდათ.
ტეგები:
სიახლეები
- "სრულდება ეკლესიის რეიდერული მიტაცების მაფიოზური ოპერაცია" - მიხეილ სააკაშვილი
- “უწმინდესმა დალოცა საქართველო, დაგვლოცა ყველა, დაიძინა და... დადგა მომენტი, როცა მივხვდით, ღმერთთან აღარ უნდა გვებრძოლა” - ლაშა ჟვანია
- 28 მარტს ქუთაისში საგაზაფხულო აგრობაზარი გაიმართება
- "უწმინდესმა გვასწავლა, რომ ჭეშმარიტი ძალა სიმდაბლეშია, რომ ნამდვილი გამარჯვება რეალური სიმტკიცეა" - როგორ იხსენებენ პატრიარქს
- საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე სიონის ტაძარში დაკრძალეს