"ჩინეთი ცდილობს ხელი შეუშალოს ვაქცინის შემუშავებას" - აშშ-ის სენატორი
აშშ-ის "რესპუბლიკური პარტიის" წარმოამდგენლის, სენატორი რიკ სკოტის განცხადებით, შეერთებულ შტატებს აქვს საკმარისი მტკიდებულება იმის დასადასტურებლად, რომ ჩინეთი ცდილობს ხელი შეუშალოს დასავლეთის ქვეყნებს ვაქცინის შემუშავებაში ან შეანელოს მისი განვითარების პროცესი.
ამის შესახებ ინფორმაციას Reuters ავრცელებს.
"ჩინეთს არ სურს, რომ ვაქცინა პირველებმა ჩვენ შევიმუშაოთ. ისინი იბრძვიან ამერიკის და მსოფლიოში დემოკრატიის წინააღმდეგ" , -განაცხადა სენატორმა BBC-ისთან ინტერვიუში.
კითხვაზე, თუ რა მტკიცებულება ჰქონდა შეერთებულ შტატებს, სენატორმა არ უპასუხა. მან აღნიშნა, რომ ინფორმაცია ამის შესახებ სადაზვერვო სამსახურმა მიაწოდა.
"ვაქცინა ყველასთვის მნიშვნელოვანია, რათა ეკონომიკა კვლავ აღდგეს. მე ნამდვილად მჯერა, ვინც პირველი შექმნის ვაქცინას, ვიქნებით ეს ჩვენ თუ ინგლისი, მას მსოფლიოს გავუზიარებთ. კომუნისტური ჩინეთი, ამის გაკეთებას არ არპირებს”, - დასძინა სენატორმა.
სიახლეები
- ,,ეს არის იმ პოლიტიკის დამსახურება, რასაც საქართველოს ხელისუფლება წლებია აწარმოებს"- შალვა პაპუაშვილი
- ,,სალომე ზურაბიშვილმა გლოვის დღეს ცილი დასწამა ეკლესიას და შემდეგ კითხვები უჩნდება, სად იყო და სად არა"- შალვა პაპუაშვილი
- საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
- იმერეთში რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოვლინდა
- ,,გლოვის დღეები ჰქონდა საქართველოს, ამიტომ არაფერი დავწერე, არადა ბევრი რამ მოხდა…” – ეკა კუპატაძე