"სომხეთში COVID-19-ით 100 000-ზე მეტი ადამიანია ინფიცირებული" - ფაშინიანი
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლა ფაშინიანმა, განაცხადა, რომ ქვეყანაში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა შესაძლოა 100 000-ს აჭარბებდეს.
მთავრობის მეთაურმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ცხრილი, რომელშიც მოცემულია კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევები და მომავალი პერიოდის პროგნოზი.
”ამ მონაცემთა ანალიზმა აჩვენა, რომ ამჟამად სომხეთში 100 ათასზე მეტი მატარებელია (კორონავირუსის)”, - წერს ფაშინიანი სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, ფაშინიანის განცხადებით, სომხეთში, ჰოსპიტალიზაციის მოლოდინში კორონავირუსით ინფიცირებული 200-მდე პაციენტია.
ოფიციალური მონაცემებით, სომხეთში ახალი კორონავირუსი ბოლო 24 საათში 766 ადამიანს დაუდასტურდა. ჯამში, ქვეყანაში COVID-19-ით ინფიცირებულთა რიცხვმა 13 130-ს მიაღწია. კორონავირუსის გავრცელებიდან დღემდე 200 ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის, 10 გასული დღე-ღამის განმავლობაში. 4 014 პაციენტი გამოჯანმრთელდა.
სიახლეები
- ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე საქართველოს 142-ე პატრიარქი აირჩიეს
- ,,დღეს ისტორიული მოვლენის წინაშე ვდგავართ, ყოვლადწმინდა სამების ამ დიდებულ ტაძარში შეკრებილნი სრულად ვართ მინდობილნი ღვთის განგებულებას"- მეუფე შიო
- ,,ღვთის განგებას ვერ გადავწყვეტ, როგორც უფალი განაგებს ისე იქნება"- მეუფე იოანე
- ,,მშვიდობა იზეიმებს და საქართველო გაიმარჯვებს" - მეუფე გრიგოლი
- სამეგრელოში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს