ჯორჯ ფლოიდის საქმეზე ბრალი ყოფილ პოლიციელებს წაუყენეს
ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალების საქმეზე ბრალი 3 პოლიციელს წაუყენეს, რომლებიც შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდნენ.
ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს.
ყოფილ პოლიციელებს, ალექსანდერ კენგს, ტომას ლეინს და ტუ თაოს მეორე ხარისხის მკვლელობაში ხელშეწყობასა და თანამონაწილეობაში წაუყენეს ბრალი. მათ მეორე ხარისხის წინასწარი განზრახვის გარეშე ჩადენილ მკვლელობაში ხელშეწყობასა და თანამონაწილეობასაც ედავებიან.
ბრალი დაუმძიმდა დერეკ შოვინსაც, რომელიც, გამოძიების ცნობით ჯორჯ ფლოიდის სიკვდილზე პირადად არის პასუხისმგებელი. მას ახლა მესამე ხარისხის მკვლელობის ნაცვლად, ბრალი მეორე ხარისხის მკვლელობაში აქვს წაყენებული.
სიახლეები
- ,,ეს არის იმ პოლიტიკის დამსახურება, რასაც საქართველოს ხელისუფლება წლებია აწარმოებს"- შალვა პაპუაშვილი
- ,,სალომე ზურაბიშვილმა გლოვის დღეს ცილი დასწამა ეკლესიას და შემდეგ კითხვები უჩნდება, სად იყო და სად არა"- შალვა პაპუაშვილი
- საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
- იმერეთში რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოვლინდა
- ,,გლოვის დღეები ჰქონდა საქართველოს, ამიტომ არაფერი დავწერე, არადა ბევრი რამ მოხდა…” – ეკა კუპატაძე