ტრამპის თქმით, საპროტესტო აქციებს ჯარი გააკონტროლებს
აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სამოქალაქო არეულობის შესაჩერებლად სამხედრო ძალების გამოყენებაზე საუბრობს.
მისი თქმით, თუ ქალაქები და შტატები ვერ აკონტროლებენ საპროტესტო აქციებს და ვერ იცავენ მოქალაქეებს, ის ჯარის გამოყენების გადაწყვეტილებას მიიღებს.
ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალებასთან დაკავშირებული საპროტესტო გამოსვლები ბოლო ერთი კვირის განმავლობაში მიმდინარეობს და პერიოდულად სიტუაცია უმართავი ხდება. მისურის შტატში ოთხ პოლიციელს ესროლეს ცეცხლსასროლი იარაღიდან, ხოლო ჩიკაგოში, მიმდინარე არეულობის დროს, ორი ადამიანი მოკლეს.
პრეზიდენტის განცხადებით, ჯორჯ ფლოიდის მკვლელობის გამო ამერიკელი ხალხი სამართლიანადაა აღშფოთებული, თუმცა გარდაცვლილის ხსოვნა ვანდალიზმის აქტებით, ძარცვით და სხვა დანაშაულებრივი ქმედებებით ილახება.
ტრამპის თქმით, პროტესტის ასეთი ფორმებით გამოხატვის ორგანიზებაში "პროფესიონალი ანარქისტების", ანტი-ფაშისტური ორგანიზაციაა (Antifa) დამნაშავე. პრეზიდენტის თქმით, იგეგმება Antifa-ს ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადება.
"მე მინდა ამ ტერორის ორგანიზატორები გავაფრთხილო, რომ თქვენ მკაცრად აგებთ პასუხს კანონის წინაშე", - განაცხადა მან.
სიახლეები
- ,,ვახტანგ გომელაური ქიმიკოსი არ არის, რომ 2007 წელს შეძენილი ფხვნილი გადაემოწმებინა"- ირაკლი კობახიძე
- ზელენსკის თვითმფრინავს ირლანდიაში ვიზიტისას დრონები აედევნენ
- ისრაელს მომავალ წელს „ევროვიზიაში“ მონაწილეობის უფლება მიეცემა
- სომხეთში ნარკოდანაშაულის ბრალდებით დააკავეს არქიეპისკოპოსი, რომელიც, სავარაუდოდ, სექს-სკანდალში ფიგურირებდა
- მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 28 მოქალაქე დააკავეს