კონგოში ებოლას ახალი აფეთქება დაფიქსირდა
კონგოს ქალაქ მბანდაკაში ებოლას ცხელების ახალი აფეთქება ოფიციალურად გამოცხადდა.
ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა.
მისი თქმით, საეჭვო შემთხვევების ნიმუშები, რომლებიც ბიოსამედიცინო კვლევების ეროვნულ ინსტიტუტში გადაიგზავნა, დადებითი აღმოჩნდა.
ებოლას უკვე სულ მცირე 4 ადამიანი ემსხვერპლა.
ადგილზე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სპეციალისტები ჩავიდნენ.
კონგოში ებოლას ამჟამინდელი აფეთქება 2018 წლის ივლისის ბოლოს დაიწყო. ერთი წლის შემდეგ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ მას საერთაშორისო მასშტაბის მქონე საგანგებო სიტუაციის კლასიფიკაცია მიანიჭა. მაშინ ვარაუდობდნენ, რომ 2020 წლის აპრილისთვის ქვეყანა ვირუსს დაამარცხებდა. თუმცა 10 აპრილს, ბოლო ინფიცირებულის გამოჯანმრთელებიდან 52 დღის შემდეგ, ინფიცირების ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
სიახლეები
- ,,ეს არის იმ პოლიტიკის დამსახურება, რასაც საქართველოს ხელისუფლება წლებია აწარმოებს"- შალვა პაპუაშვილი
- ,,სალომე ზურაბიშვილმა გლოვის დღეს ცილი დასწამა ეკლესიას და შემდეგ კითხვები უჩნდება, სად იყო და სად არა"- შალვა პაპუაშვილი
- საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
- იმერეთში რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოვლინდა
- ,,გლოვის დღეები ჰქონდა საქართველოს, ამიტომ არაფერი დავწერე, არადა ბევრი რამ მოხდა…” – ეკა კუპატაძე