ისტორიული მისია - SpaceX-ის პირველი პილოტირებული ფრენა წარმატებით განხორციელდა
SpaceX-ის Crew Dragon-ის პირველი პილოტირებული ფრენა წარმატებით განხორციელდა.
ხომალდის ბორტზე NASA-ს ყველაზე გამოცდილი ასტრონავტები დაგ ჰარლი და ბობ ბენკენი იმყოფებიან.
2011 წლის შემდეგ ეს პირველი მისიაა, რომელმაც ადამიანები ორბიტაზე ამერიკის მიწიდან უნდა გაიყვანოს. მისიის ფარგლებში, Crew Dragon-ის რაკეტა, პირველი კომერციული ხომალდია, რომელსაც ადამიანების კოსმოსში გაყვანა შეუძლია.
Crew Dragon-ის რაკეტის გაშვებას აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპიც დაესწრო.
Space X-ის რაკეტის „ფალკონ 9-ის“ და მასზე მიმაგრებული კაფსულა Crew Dragon-ის, 27 მაისს დაგეგმილი გაფრენის პირველი მცდელობა 15 წუთით ადრე, უამინდობის გამო გაუქმდა.
სიახლეები
- ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე საქართველოს 142-ე პატრიარქი აირჩიეს
- ,,დღეს ისტორიული მოვლენის წინაშე ვდგავართ, ყოვლადწმინდა სამების ამ დიდებულ ტაძარში შეკრებილნი სრულად ვართ მინდობილნი ღვთის განგებულებას"- მეუფე შიო
- ,,ღვთის განგებას ვერ გადავწყვეტ, როგორც უფალი განაგებს ისე იქნება"- მეუფე იოანე
- ,,მშვიდობა იზეიმებს და საქართველო გაიმარჯვებს" - მეუფე გრიგოლი
- სამეგრელოში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს