მორიგი აქცია ჯორჯ ფლოიდის მკვლელობის გამო
ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალებასთან დაკავშირებით გამართული საპროტესტო აქციის მონაწილეებმა მინეაპოლისში 200-ზე მეტი შენობა გაძარცვეს და დააზიანეს.
ამის შესახებ ინფორმაციას Minneapolis Star Tribune ავრცელებს.
გადამწვარია რამდენიმე შენობა, მათ შორის, აფთიაქები, სუპერმარკეტები, ტანსაცმლის მაღაზიები, სილამაზის სალონები, სამრეცხაოები, ბენზინგასამართი სადგურები, მანქანის სარემონტო დაწესებულებები, რესტორნები და ალკოჰოლური სასმლის მაღაზიები.
ასევე, აქციის მონაწილეებმა გადაწვეს ერთ-ერთი ბანკის შენობა, რომელიც პოლიციის განყოფილების მოპირდაპირედ მდებარეობს.
ჯორჯიის შტატის გუბერნატორმა, ბრაიან კემპმა მომხდარი არაულობის გამო საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა ატლანტაში, კერძოდ ფულტონის ოლქში.
აქცია გაიმართა, ვაშინგტონშიც. თეთრი სახლის მიმდებარედ შეკრებილი დემონსტრანტები "მე ვეღარ ვსუნთქავ" - ლოზუნგით გამოვიდნენ. პოლიციამ ჩაკეტა თეთრი სახლის შესასვლელები.
მომიტინგეებსა და პოლიციელებს შორის ძალადობრივი შეტაკებები მოხდა რამდენიმე ქალაქში, მათ შორის ნიუ იორკში, ლოს ანჯელესში, ჩიკაგოში, დენვერში, ჰიუსტონში, ფენიქსში, კოლუმბუსსა და მემფისში.
მომიტინგეებმა, ატლანტაში "CNN"-ის ოფისის შემტვრევა სცადეს და პოლიციის მანქანა გადაწვეს.
ჯორჯ ფლოიდის მკვლელობის გამო საპროტესტო აქციები ნიუ-იორკშიც გაიმართა. პოლიციამ აქციის 150 მონაწილე დააკავა.
მინეაპოლისში ფერადკანიანი მამაკაცის გარდაცვალების საქმის გამოძიების ფარგლებში პოლიციის ოფიცერი დააკავეს.
დაკავებული დერეკ შოვენი ერთ-ერთია იმ ოთხ სამართალდამცველს შორის, რომლებსაც მომხდარის გამო უფლებამოსილება შეუჩერდათ.
სიახლეები
- ჩოხატაურის საკრებულოს ყოფილ თავმჯდომარეს გირაო პატიმრობით შეუცვალეს
- ,,თუ რაიმე არის საუკუნოვანი ბრენდი, ეს იყო საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი, რომელიც 1992 წელს ისე გააქრეს"- ირაკლი კობახიძე
- ილონ მასკი ისტორიაში პირველი ადამიანი გახდა, რომლის ქონებამ 800 მილიარდ დოლარს გადააჭარბა
- ,,ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მცდელობა, აკადემიური საზოგადოება და სტუდენტები ჩართოს პოლიტიკურ პროცესებში, პირდაპირ კავშირშია საქართველოს უსაფრთხოებასა და სუვერენიტეტთან"- ეკა სეფაშვილი
- ,,ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „ტეტრაჰიდროკანაბინოლი“ და ,,გამომშრალი მარიხუანა” – შსს-მ 2 პირი დააკავა