ბრიტანეთში ხალხი, შეზღუდვების შემსუბუქების მიუხედავად, სახლში რჩება
ბრიტანეთში, შეზღუდვების მოხსნის მიუხედავად, საზოგადოება სახლში რჩება.
ამის შესახებ ლონდონის, კინგსის კოლეჯის მიერ ჩატარებულ ახალი კვლევაშია აღნიშნული.
”დიდი ბრიტანეთის მთავრობის რჩევა შეიძლება შეიცვალოს. ფხიზლად იყავით, მაგრამ ამ ეტაპზე მოსახლეობა სახლში უნდა დარჩეს და საზოგადოებაც წესებს იცავს,” - განაცხადა პროფესორმა ბობი დუფიმ, ლონდონის კინგის კოლეჯში პოლიტიკის ინსტიტუტის დირექტორმა.
კვლევამ აჩვენა, რომ გამოკითხული შვიდი ადამიანიდან ერთს არ დაუტოვებია სახლი. მისი თქმით, ეს ციფრები მიანიშნებს საზოგადოებას, რომ მოსახლეობა ჯერ კიდევ მკურნალობს COVID-19-ისგან.
კვლევის თანახმად, მოსახლეობის უმრავლესობა ატარებს პირბადეს და იცავს წესებს, როგორიცაა სოციალური დისტანცია და ხელების ხშირი დაბანა.
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ქვეყანაში ეპიდემიის შემცირება საშუალებას იძლევა დარჩენილი შეზღუდვები ეტაპობრივად მოიხსნას.
სიახლეები
- “ან ყველა ვიბრძვით ყოველდღე, ყოველ წამს, სანამ არ ვიგებთ, ან სიყალბის ნაწილი ვართ” -ზურაბ ჯაფარიძე
- საქართველოს ნაკრებისა და „პარი სენ ჟერმენის“ ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია France Football-მა 2025 წლის „ოქროს ბურთის“ 30 ნომინანტს შორის მეორედ დაასახელა
- “მავნებლობით ერთმანეთს ეჯიბრებიან, რომელი უფრო მეტი რესურსის მფლობელია დესტაბილიზაციისთვის” - გიორგი ვოლსკი ოპოზიციაზე
- ,,თვითმმართველობის არჩევნებში „ხალხის ძალა“ წარმოდგენილი იქნება როგორც პარლამენტში, ასევე მუნიციპალურ დონეზე" - გურამ მაჭარაშვილი
- ნარკოტიკების შემოტანა-შენახვა-შეძენა -რეალიზებისთვის 44 პირი დააკავეს