მინეაპოლისში ეროვნული გვარდია შეიყვანეს
მინეაპოლისში მასობრივი არეულობების ადგილებში აშშ-ის ეროვნული გვარდიის 500-მდე წევრი გააგზავნეს.
ამის შესახებ შტატის გვარდია "ტვიტერზე" წერს.
"ჩვენი ამოცანა სიცოცხლის დაცვა, ქონების შენარჩუნება და მშვიდობიანი დემონსტრაციის უფლების დაცვაა", - ნათქვამია განცხადებაში.
აშშ-ის ქალაქ მინეაპოლისში მასობრივი არეულობები გრძელდება. საპროტესტო აქციის მონაწილეებმა პოლიციის განყოფილების შენობას ცეცხლი წაუკიდეს.
Fox News-ის ინფორმაციით, სამართალდამცავების ევაკუაცია ვერტმფრენით განხორციელდა. დაშავებულები არ არიან.
გვიან ღამით დემონსტრანტები პოლიციასთან შეიკრიბნენ. მათი დაშლა ხმოვანი ყუმბარებით და ცრემლსადენი აირით სცადეს.
ამის შემდეგ აქციის მონაწილეები შენობაში შეიჭრნენ და დაწვეს ის.
აშშ-ის ქალაქ მინეაპოლისში მასობრივი არეულობები უკვე რამდენიმე დღეა გრძელდება.
მოსახლეობის უკმაყოფილება ფაქტმა გამოწვია, რომელიც ცოტა ხნის წინ მოხდა. გასულ კვირას პოლიციამ 46 წლის ადგილობრივი ჯორჯ ფლოიდი მოკლა. ის მანქანაში იჯდა, როდესაც სამართალდამცავებმა ის საეჭვოდ ჩათვალეს. მამაკაცი ავტომობილიდან გადმოიყვანეს და ბორკილები დაადეს. ის ასფალტზე დააწვინეს. მოსახლეობა ამბობს, რომ პოლიციამ გადამეტებული ძალა გამოიყენა.
"სუნთქვა არ შემიძლია", - ამბობდა დაკავებული.
შემდეგ მან გონება დაკარგა და მოგვიანებით საავადმყოფოში გარდაიცვალა.
აშშ-ის იუსტიციის სამინისტრომ მინეაპოლისში აფროამერიკელი ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალების საქმეს განსაკუთრებული მნიშვნელობის სტატუსი მიანიჭა.
სიახლეები
- ,,ეს არის იმ პოლიტიკის დამსახურება, რასაც საქართველოს ხელისუფლება წლებია აწარმოებს"- შალვა პაპუაშვილი
- ,,სალომე ზურაბიშვილმა გლოვის დღეს ცილი დასწამა ეკლესიას და შემდეგ კითხვები უჩნდება, სად იყო და სად არა"- შალვა პაპუაშვილი
- საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
- იმერეთში რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოვლინდა
- ,,გლოვის დღეები ჰქონდა საქართველოს, ამიტომ არაფერი დავწერე, არადა ბევრი რამ მოხდა…” – ეკა კუპატაძე