ბრაზილიის პრეზიდენტს ხალხმა "მკვლელი“ და ნაგავი“ ეძახა
ბრაზილიის პრეზიდენტს ჟაირ ბოლსონაროს, რომელიც დედაქალაქში ჰოთდოგისა და ყავის დასალევად იყო გასული, ხალხმა „მკვლელი“ და „ნაგავი“ ეძახა.
CNN-ის მიერ გადაღებულ ვიდეოში ჩანს, დაცვით გარშემორტყმული პრეზიდენტი როგორ მიირთმევს აღშფოთებულ მოქალაქეების ფონზე.
ბრაზილიაში კორონავირუსის გავრცელების შემთხვევებმა უკვე გადააჭარბა რუსეთისა და ბრიტანეთის სტატისტიკას და ახლა ის მეორე ადგილზეა აშშ-ის შემდეგ. ბოლო მონაცემებით ქვეყანაში გამოვლენილია კორონავირუსის 365 213 შემთხვევა. გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 22 000-ს გადააჭარბა.
ჟაირ ბოლსონარო ხშირად უარყოფს კორონავირუსთან დაკავშირებულ საფრთხეებს, მას ფანტაზიას, ან უბრალო ვირუსს უწოდებს და მკაცრი შეზღუდვების წინააღმდეგია. ბრაზილიის პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ კარანტინისა და რეგულაციების ეკონომიკური შედეგები კორონავირუსის შედეგებზე გაცილებით მძიმე იქნება.
სიახლეები
- ,,ეს არის იმ პოლიტიკის დამსახურება, რასაც საქართველოს ხელისუფლება წლებია აწარმოებს"- შალვა პაპუაშვილი
- ,,სალომე ზურაბიშვილმა გლოვის დღეს ცილი დასწამა ეკლესიას და შემდეგ კითხვები უჩნდება, სად იყო და სად არა"- შალვა პაპუაშვილი
- საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
- იმერეთში რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოვლინდა
- ,,გლოვის დღეები ჰქონდა საქართველოს, ამიტომ არაფერი დავწერე, არადა ბევრი რამ მოხდა…” – ეკა კუპატაძე