აშშ-ში უცნობი "საბავშვო" სინდრომი მოზრდილებში დაფიქსირდა
აშშ-ში 20-25 წლამდე ასაკის რამდენიმე ახალგაზრდა ადამიანი საავადმყოფოშია მოთავსებული.
მათ ანთებითი სინდრომი აქვს, რომელიც ბავშვებში გავრცელებულ კავასაკის სინდრომს ჰგავს. ამის შესახებ გამოცემა Washington Post წერს.
პედიატრი ჯენიფერ ლაიტერი აცხადებს, რომ ბავშვებში დაავადება კავასაკის სინდრომს ჰგავს, რომელიც სისხლძარღვების ანთებით ხასიათდება. მოზარდებში და 20-25 წლის პაციენტებში კი რამდენიმე ორგანო ზიანდება, მათ შორის გულიც.
"დაავადება უფრო მძიმეა მათ შორის, ვინც ასაკით უფროსია", - განაცხადა ლაიტერმა.
ექიმი ჯეინ ბერნსი კი აცხადებს, რომ ზრდასრულ ადამიანებში ამ დაავადების დიაგნოსტიკა იშვიათად ხდება,
"ბევრ ექიმს, რომელიც ზრდასრულ პაციენტებთან მუშაობს, კავასაკი არ უნახავს, რადგან ეს ხომ ბავშვების დაავადებაა", - ამბობს ის.
ახალი კორონავირუსის ინფექციასთან დაკავშირებულ სინდრომს, რომლითაც ბავშვები ავადდებიან სახელი უკვე ოფიციალურად დაერქვა და მას მულტისსისტემური ანთებითი სინდრომი, სხვაგვარად MIS-C ეწოდება.
სიახლეები
- ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე საქართველოს 142-ე პატრიარქი აირჩიეს
- ,,დღეს ისტორიული მოვლენის წინაშე ვდგავართ, ყოვლადწმინდა სამების ამ დიდებულ ტაძარში შეკრებილნი სრულად ვართ მინდობილნი ღვთის განგებულებას"- მეუფე შიო
- ,,ღვთის განგებას ვერ გადავწყვეტ, როგორც უფალი განაგებს ისე იქნება"- მეუფე იოანე
- ,,მშვიდობა იზეიმებს და საქართველო გაიმარჯვებს" - მეუფე გრიგოლი
- სამეგრელოში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს