იტალიაში ორშაბათიდან რესტორნები და ტანსაცმლის მაღაზიები გაიხსნება
იტალიაში, ახალი კორონავირუსის პრევენციის მიზნით დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქების ფარგლებში, 18 მაისიდან გაიხსნება საცალო მაღაზიები, მათ შორის, ტანსაცმელის მაღაზიებიც, თავის მოვლასთან დაკავშირებული ყველა დაწესებულება: ესთეტიკური ცენტრები, სილამაზის სალონები.
ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა The Guardian ავრცელებს.
გაიხსნება, ასევე, რესტორნები, ბარები, პიცერიები, საკონდიტრო ნაწარმის მაღაზიები და სანაყინეები.
პრემიერ-მინისტრის ჯუზეპე კონტეს განცხადებით, 25 მაისიდან სპორტული დარბაზებიც გაიხსნება.
იტალიაში თეატრები და კინოთეატრები მუშაობას 15 ივნისიდან განაახლებენ.
3 ივნისიდან სავარაუდოდ, მოიხსნება ქვეყანაში შესვლასა და გასვლაზე დაწესებული შეზღუდვები და გაიხსნება ქვეყნის საზღვრები. ამასთან, იტალიაში შესვლა მხოლოდ იმ ქვეყნებიდან იქნება შესაძლებელი სადაც კორონავირუსის გავრცელების მაჩვენებელი შემცირებულია ან აღარ ფიქსირდება.
სიახლეები
- ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე საქართველოს 142-ე პატრიარქი აირჩიეს
- ,,დღეს ისტორიული მოვლენის წინაშე ვდგავართ, ყოვლადწმინდა სამების ამ დიდებულ ტაძარში შეკრებილნი სრულად ვართ მინდობილნი ღვთის განგებულებას"- მეუფე შიო
- ,,ღვთის განგებას ვერ გადავწყვეტ, როგორც უფალი განაგებს ისე იქნება"- მეუფე იოანე
- ,,მშვიდობა იზეიმებს და საქართველო გაიმარჯვებს" - მეუფე გრიგოლი
- სამეგრელოში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს