ამაზონის ტროპიკული ტყეები უმოწყალოდ იჩეხება - მეცნიერები კორონავირუსის ახალი კერის შესახებ გვაფრთხილებენ
როგორც ბრაზილიელი ეკოლოგი დევიდ ლაპოლა აცხადებს, შემდეგმა პანდემიამ გავრცელება შესაძლებელია დაიწყოს ამაზონის ტროპიკული ტყეებიდან.
რეგიონში ტყეების არაკონტროლირებადი გაჩეხვის შედეგად, ადამიანის შეჭრა გარეული ცხოველების საცხოვრებელ ადგილებში იზრდება. როგორც ცნობილია, სწორედ გარეულმა ცხოველებმა დაუდეს დასაწყისი COVID-19-ის პანდემიას, რაც მომავალშიც შესაძლებელია განმეორდეს.
მეცნიერის განცხადებით ამაზონი ვირუსების უზარმაზარი საცავია და არ ღირს მის სამყაროში შეჭრა.
როგორც ბრაზილიის კოსმოსური კვლევის ნაციონალური ინსტიტუტი (INPE) აცხადებს, ვიდრე მთელი მსოფლიოს ყურადღება მიპყრობილია კორონავირუსის პანდემიაზე, ამაზონის ტროპიკული ტყეების ჩეხვის პროცესი მნიშვნელოვნად გაიზარდა.
ბოლო 4 თვის განმავლობაში ბრაზილიის ამაზონიაში განადგურდა 1,2 ათასი მ2 ფართობის ტყე. ეს 55%-ით მეტია, ვიდრე გასული წლის ანალოგიურ პერიოდში იყო.
სიახლეები
- ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე საქართველოს 142-ე პატრიარქი აირჩიეს
- ,,დღეს ისტორიული მოვლენის წინაშე ვდგავართ, ყოვლადწმინდა სამების ამ დიდებულ ტაძარში შეკრებილნი სრულად ვართ მინდობილნი ღვთის განგებულებას"- მეუფე შიო
- ,,ღვთის განგებას ვერ გადავწყვეტ, როგორც უფალი განაგებს ისე იქნება"- მეუფე იოანე
- ,,მშვიდობა იზეიმებს და საქართველო გაიმარჯვებს" - მეუფე გრიგოლი
- სამეგრელოში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს