ქვეყანა, სადაც COVID-19-ით ინფიცირებული ყველა პაციენტი გამოჯანმრთელდა
კამბოჯაში ახალი ტიპის კოროვირუსით ინფიცირებული ყველა პაციენტი გამოჯანმრთელდა.
ამის შესახებ განცხადებას ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო აქვეყნებს.
ქვეყანაში ეპიდემიის გავრცელებიდან დღემდე COVID-19-ით სულ 122 პირი დაინფიცირდა.
პარასკევს, 15 მაისს, კორონავირუსის ინფექციის მხოლოდ ერთი აქტიური შემთხვევა ფიქსირდებოდა. გასული დღე-ღამის განმავლობაში კი ქვეყანაში ბოლო კოვიდინფიცირებული პაციენტიც გამოჯანმრთელდა.
კამბოჯაში კორონავირუსის ინფექციის ფატალური შემთხვევები არ ყოფილა.
კამბოჯის ჯანმრთელობის დაცვის მინისტრის განცხადებით 122 პაციენტიდან მხოლოდ 54 იყო ადგილობრივი, ხოლო დანარჩენი უცხო ქვეყნის მოქალაქეები იყვნენ.
სიახლეები
- ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე საქართველოს 142-ე პატრიარქი აირჩიეს
- ,,დღეს ისტორიული მოვლენის წინაშე ვდგავართ, ყოვლადწმინდა სამების ამ დიდებულ ტაძარში შეკრებილნი სრულად ვართ მინდობილნი ღვთის განგებულებას"- მეუფე შიო
- ,,ღვთის განგებას ვერ გადავწყვეტ, როგორც უფალი განაგებს ისე იქნება"- მეუფე იოანე
- ,,მშვიდობა იზეიმებს და საქართველო გაიმარჯვებს" - მეუფე გრიგოლი
- სამეგრელოში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს