დონალდ ტრამპის განცხადებით, კორონავირუსის ვაქცინა შესაძლოა უფასო გახდეს
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ადმინისტრაცია მომავალში ახალი კორონავირუსის ვაქცინის უფასოდ მიღების შესაძლებლობას იკვლევს.
"ჩვენ აღნიშნულ საკითხს ახლა ვიკვლევთ", - განაცხადა დონალდ ტრამპმა.
შეერთებული შატების პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ ახალი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შემუშავებისას უკანასკნელი რაზეც ხელისუფლება ფიქრობს, მისი მეშვეობით სარგებლის მიღებაა. ტრამპის განცხადებით, აშშ მუშაობს, რომ ვაქცინის ფასი სხვა ქვეყნებისთვისაც ხელმისაწვდომი იყოს.
ამასთან, გაცნობებთ, რომ კორონავირუსის ტესტირება შეერთებულ შტატებში ამჟამად უფასოა.
ბრიფინგზე ტრამპმა ასევე აღნიშნა, რომ ვაქცინა სავარაუდოდ წლის ბოლოს იქნება მზად, თუმცა აღნიშნულ პერიოდზე ადრე შემუშავების შესაძლებლობასაც არ გამორიცხავს.
სიახლეები
- ,,ეს არის იმ პოლიტიკის დამსახურება, რასაც საქართველოს ხელისუფლება წლებია აწარმოებს"- შალვა პაპუაშვილი
- ,,სალომე ზურაბიშვილმა გლოვის დღეს ცილი დასწამა ეკლესიას და შემდეგ კითხვები უჩნდება, სად იყო და სად არა"- შალვა პაპუაშვილი
- საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
- იმერეთში რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოვლინდა
- ,,გლოვის დღეები ჰქონდა საქართველოს, ამიტომ არაფერი დავწერე, არადა ბევრი რამ მოხდა…” – ეკა კუპატაძე