ინდოეთმა ჩინეთის საზღვრის მიმართულებით ბომბდამშენები გაგზავნა
ინდოეთმა ჩინეთის საზღვრის მიმართულებით ბომბდამშენები გაგზავნა.
ინფორმაციას IndiaToday ავრცელებს. საჰაერო ძალების გადასროლა საზღვრისპირა ტერიტორიებზე მას შემდეგ მოხდა, რაც გავრცელდა ინფორმაციას, რომ პეკინმა ლადახის პროვინციის მიმართულებით სამხედრო თვითმფრინავები განალაგა.
მედიის ცნობით, აღნიშნული გადაწყვეტილებები ორი ქვეყნის ხელისუფლებამ მას შემდეგ მიიღო, რაც ორი დღის წინ ინდოეთ-ჩინეთის საზღვარზე მესაზღვრეებს შორის ინციდენტი მოხდა. CNN-ის ცნობით, შაბათს მესაზღვრე სამხედროებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა, რომლის დროსაც 11 ჯარისკაცი, 7 ჩინელი და 8 ინდოელი დაშავდა.
CNN-ი ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა, ინციდენტის მიზეზის გასარკვევად, სადაც განაცხადეს, რომ დაპირისპირება „დაუდგენელ საზღვარს“ უკავშირდებოდა.
ცნობისთვის, ჩინეთსა და ინდოეთს შორის სასაზღვრო დავა მრავალი წლის მანძილზე მიმდინარეობს. ქვეყნებს შორის საზღვარი ამ დრომდე დადგენილი არ არის.
სიახლეები
- ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე საქართველოს 142-ე პატრიარქი აირჩიეს
- ,,დღეს ისტორიული მოვლენის წინაშე ვდგავართ, ყოვლადწმინდა სამების ამ დიდებულ ტაძარში შეკრებილნი სრულად ვართ მინდობილნი ღვთის განგებულებას"- მეუფე შიო
- ,,ღვთის განგებას ვერ გადავწყვეტ, როგორც უფალი განაგებს ისე იქნება"- მეუფე იოანე
- ,,მშვიდობა იზეიმებს და საქართველო გაიმარჯვებს" - მეუფე გრიგოლი
- სამეგრელოში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს