ბერლინში, ბრანდენბურგის კარიბჭეზე სიტყვა „მადლობა“ ოთხ ენაზე აინთო
მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან 75 წლისთავთან დაკავშირებით, ბერლინის სიმბოლოზე, ბრანდენბურგის კარიბჭეზე სიტყვა „მადლობა“ ოთხ – გერმანულ, ინგლისურ, ფრანგულ და რუსულ ენებზე აინთო.
ამ აქციით, ბერლინს სურდა, მადლობა გადაეხადა იმ ქვეყნებისთვის, რომლებმაც ევროპა გაათავისუფლეს ნაცისტებისგან.
„კოვიდ-19“-ის პანდემიის გამო, ბერლინში დაგეგმილი ღონისძიებების დიდი ნაწილი გაუქმდა, ნაწილი კი, ფიზიკური დისტანცირების რეჟიმში ჩატარდა.
სიახლეები
- "აშშ გულწრფელად ისწრაფვის კონფლიქტის მოგვარებისკენ, თუმცა ეს პირველ რიგში რუსეთისა და უკრაინის საქმეა" - ვლადიმერ პუტინი
- "არავინ თანხის დასაზოგად არ არის განწყობილი, ამორალურია, როდესაც დიუშენის მედიკამენტებთან დაკავშირებით პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობენ"
- ნავთობის ბაზრის ანალიზი ადასტურებს, რომ ირან-ამერიკის დაპირისპირება მისულია ფინალურ ფაზამდე
- გლდანში ავარიას ქვეითი ემსხვერპლა
- 10 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი