მიხეილ სააკაშვილი უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ დაინიშნა
უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობაზე დანიშნა.
ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული გამოცემა „უკრინფორმი“ პრეზიდენტის პრესსამსახურზე დაყრდნობით აქვეყნებს.
მისი ინფორმაციით, დანიშვნის თაობაზე საუბარია პრეზიდენტის 169/2020 ბრძანებაში „რეფორმების ეროვნული საბჭოს საკითხები და რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტი“, რომელსაც სახელმწიფოს მეთაურმა ხელი 7 მაისს მოაწერა.
ტეგები:
სიახლეები
- "აშშ გულწრფელად ისწრაფვის კონფლიქტის მოგვარებისკენ, თუმცა ეს პირველ რიგში რუსეთისა და უკრაინის საქმეა" - ვლადიმერ პუტინი
- "არავინ თანხის დასაზოგად არ არის განწყობილი, ამორალურია, როდესაც დიუშენის მედიკამენტებთან დაკავშირებით პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობენ"
- ნავთობის ბაზრის ანალიზი ადასტურებს, რომ ირან-ამერიკის დაპირისპირება მისულია ფინალურ ფაზამდე
- გლდანში ავარიას ქვეითი ემსხვერპლა
- 10 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი