გერმანიამ პროირანულ დაჯგუფება „ჰეზბოლას“ „ტერორისტულის“ კვალიფიკაცია მიანიჭა და მისი საქმიანობა აკრძალა
გერამანიამ თავის ტერიტორიაზე აკრძალა ირანის მიერ მხარდაჭერილი დაჯგუფება „ჰეზბოლას“ საქმიანობა და ამ ორგანიზაციას „ტერორისტულის“ კვალიფიკაცია მიანიჭა, ამის შესახებ გერმანიის შინაგან საქმეთა სამინისტროს 30 აპრილის განცხადებაშია აღნიშნული.
ხუთშაბათ დილით გერმანიის პოლიციამ ჩაატარა რეიდები ბრემენსა და ბერლინში, ამ ჯგუფის სავარაუდო წევრების დასაკავებლად.
მანამდე გერმანია ერთმანეთისაგან განასხვავებდა „ჰეზბოლას“ პოლიტიკურ საქმიანობას და მისი კონტროლქვეშ მყოფი ექსტრემისტებისაგან, რომლებიც პრეზიდენტ ბაშარ ასადის არმიის მხარეზე იბრძოდნენ სირიაში. ჯგუფს მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ასევე ლიბანის პრემიერ-მინისტრ ჰასან დიაბეს მთავრობის მხარდაჭერის საქმეში.
„ჰეზბოლას“ ტერორისტული ორგანიზაციის სტატუსი მიანიჭეს აშშ-მა და ისრაელმა, რომლებიც გერმანიას მოუწოდებდნენ გადაედგა იგივე ნაბიჯი.
უშიშროების სამსახურების თანახმად, გერმანიაში ათასზე მეტი კაცია "ჰეზბოლას" ექსტრემისტული ფრთის ნაწილი.
სიახლეები
- ,,ეს არის იმ პოლიტიკის დამსახურება, რასაც საქართველოს ხელისუფლება წლებია აწარმოებს"- შალვა პაპუაშვილი
- ,,სალომე ზურაბიშვილმა გლოვის დღეს ცილი დასწამა ეკლესიას და შემდეგ კითხვები უჩნდება, სად იყო და სად არა"- შალვა პაპუაშვილი
- საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
- იმერეთში რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოვლინდა
- ,,გლოვის დღეები ჰქონდა საქართველოს, ამიტომ არაფერი დავწერე, არადა ბევრი რამ მოხდა…” – ეკა კუპატაძე