"ჩინეთი ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ნოემბრის არჩევნები წავაგო"
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის, განცხადებით, ჩინეთის მოქმედება კორონავირუსთან დაკავშირებით ამტკიცებს, რომ პეკინი მის არჩევნებში დასამარცხებლად ყველაფერს გააკეთებს.
"ჩინეთი გააკეთებს ყველაფერს, რაც შეუძლია იმისთვის, რომ არჩევნები წავაგო,“ - აღნიშნა დონალდ ტრამპმა "როიტერსთან“ ინტერვიუში.
პრეზიდენტ ტრამპის მტკიცებით, ჩინეთს მისი "დემოკრატი“ ოპონენტის ჯო ბაიდენის გამარჯვება სურს იმის გამო, რომ შეამსუბუქოს ის ზეწოლა, რასაც პეკინი სავაჭრო თუ სხვა საკითხებში აშშ-სგან განიცდიან.
აშშ-ის პრეზიდენტმა ჩინეთი კორონავირუსის შესახებ ინფორმაციის გავრცელებაში კიდევ ერთხელ დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ ის განიხილავს სხვადასხვა ვარიანტს, თუ როგორ შეიძლება პეკინმა ამის გამო პასუხი აგოს.
"ბევრი რამის გაკეთება შემიძლია. დაველოდოთ, რა მოხდება,“ - აღნიშნა ტრამპმა.
შეგახსენებთ, ბოლო მონაცემებით, აშშ-ში კორონავირუსის მილიონზე მეტი შემთხვევაა დადასტურებული, დაღუპულთა რაოდენობამ კი 60 000-ს გადააჭარბა. კორონავირუსის გამო ქვეყნის ეკონომიკა რეცესიას განიცდის. ბოლო კვირის განმავლობაში უმუშევრობის სოციალური დახმარების სამსახურებს 26 მილიონზე მეტმა ამერიკელმა მიმართა.
სიახლეები
- მარწყვის მუსი
- მარწყვის მუსი
- "ბოლო ორ თვეში „ქართულმა ოცნებამ“ ორჯერ გვითხრა უარი „თავისუფლების მოედნის“ პარტიად რეგისტრაციაზე" - ლევან ცუცქირიძე
- "იმისთვის, რომ სანქციები შემოვიღოთ ევროკავშირის დონეზე, გვჭირდება 27 წევრი სახელმწიფოს თანხმობა და ამ ეტაპზე, სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს ერთსულოვნება" - პაველ ჰერჩინსკი
- "ოქრუაშვილის დაკავებაზე: თუ ყოფნის ადამიანს სითამამე, რომ დაარღვიოს კანონი, დარწმუნებული ვარ, იმის სითამამეც ეყოფა, მიიღოს ის შედეგი, რაც კანონის დარღვევას მოჰყვება" - პაპუაშვილი