"იმედი მაქვს, იმ სოლიდარობის გათვალისწინებით, რაც გამოვიჩინეთ, კონგრესი და მედია უკეთესად გაიაზრებს ჩვენი ურთიერთობების მნიშვნელობას"
თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა თავის ამერიკელ კოლეგას, დონალდ ტრამპს სამედიცინო დახმარებასთან ერთად წერილი გაუგზავნა, სადაც თურქეთის ლიდერი იმედს გამოთქვამს, რომ კონგრესი უკეთესად გაიაზრებს ამერიკულ-თურქული ურთიერთობების მნიშვნელობას.
„იმედი მაქვს, რომ მომავალში, იმ სოლიდარობის სულისკვეთების გათვალისწინებით, რომელიც ჩვენ გამოვიჩინეთ, კონგრესი და აშშ-ის მედია უკეთესად გაიაზრებს ჩვენი ურთიერთობების სტრატეგიულ მნიშვნელობას“,-წერია ერდოღანის მიერ გაგზავნილ წერილში.
თურქეთის ლიდერი, ასევე იმედს გამოთქვამს, რომ ქვეყნები განაგრძობენ „ერთობლივ ბრძოლას საერთო პრობლემების წინაშე“.
ცნობისთვის, რამდენიმე თვის წინ, ურთიერთობა აშშ-სა და თურქეთს შორის არაერთხელ დაიძაბა. გაურკვევლობა სირიის საკითხს უკავშირდებოდა. კერძოდ, თურქეთი სეპარატისტული საფრთხის გამო, მისი სასაზღვრე ტერიტორიის ქურთი მებრძოლებისგან გაწმენდას ცდილობდა. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული ძალები, აშშ-ის ერთ-ერთ მთავარ მოკავშირეს წარმოადგენდა რეგიონში. ამასთან, დაძაბულობას იწვევდა თურქეთის მიერ რუსული შეირაღების შეძენაც.
სიახლეები
- "აშშ გულწრფელად ისწრაფვის კონფლიქტის მოგვარებისკენ, თუმცა ეს პირველ რიგში რუსეთისა და უკრაინის საქმეა" - ვლადიმერ პუტინი
- "არავინ თანხის დასაზოგად არ არის განწყობილი, ამორალურია, როდესაც დიუშენის მედიკამენტებთან დაკავშირებით პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობენ"
- ნავთობის ბაზრის ანალიზი ადასტურებს, რომ ირან-ამერიკის დაპირისპირება მისულია ფინალურ ფაზამდე
- გლდანში ავარიას ქვეითი ემსხვერპლა
- 10 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი