კორონავირუსის ყველაზე სუსტი და ყველაზე აგრესიული ფორმები სხვადასხვა ქვეყნებში
“კოვიდ-19 ინფექცია შესაძლოა სხვადასხვაგვარად მიმდინარეობდეს, რაც კორონავირუსის კონკრეტულ შტამზეა დამოკიდებული, რომელიც ამ ინფექციას იწვევს - შესაბამისი დასკვნა ჩინელმა მეცნიერებმა დადეს.
მათი თქმით, არსებობს კორონავირუსის არგესიული და ნაკლებად აგრესიული შტამები და მათ შორის განსხვავება საკმაოდ მნიშვნელოვანია. ჟეძიანის კვლევითი უნივერსიტეტის თანამშრომლებმა კორონავირუსული ინფექციის გამომწვევი პათოგენის 11 სხვადასხვა შტამი გააანალიზეს, რომელიც ქალაქ ხანჯოუში მყოფი ინფიცირებულებისაგან იყო აღებული”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით კორონავირუსის ყველაზე სუსტი და ყველაზე აგრესიული ფორმები - რომელ ქვეყნებში რომელი შტამია გავრცელებული.
“მეცნიერებს სურდათ შეესწავლათ რა სისწრაფით აღწევდნენ პათოგენის სხვადასხვა შტამები ადამიანის უჯრედში და ასევე რა სისწრაფით ხდებოდა ამის შედეგად უჯრედის განადგურება. კვლევის შედეგად აღმოჩნდა, რომ არსებობს კორონავირუსის სხვადასხვა შტამები, რომლებიც ერთმანეთისაგან მნიშვნელოვნად განსხვავდება. ყველაზე აგრესიული ის სახეობებია, რომელიც ესპანეთსა და იტალიაშია გავრცელებული, ხოლო ყველაზე ნაკლებად აქტიური იმ მუტაციების მსგავსია რომელიც აშშ-ში, მაგალითად, ვაშინგტონშია გავრცელებული. სამეცნიერო შრომის ავტორები ამბობენ, რომ მათ პირველად შეძლეს დაემტკიცებინათ, რომ კოვიდ-19-ის პათოგენეზი შესაძლებელია კორონავირუსის კონკრეტული შტამების აგრესიულობის მიხედვით განისაზღვროს”, - აღნიშნავს გამოცემა.
“გარდა ამისა, ყველაზე სუსტ და ყველაზე ძლიერ შტამებს შორის განსხვავება ძალიან დიდია - მეცნიერები აღნიშნავენ, რომ მათ მიერ წარმოქმნილი ე.წ. ვირუსული დატვირთვა ერთმანეთისაგან 270-ჯერ განსხვავდება. ამასთან, ყველაზე სუსტ შტამსაც კი შეუძლია მძიმე გართულებები გამოიწვიოს, ლეტალური შედეგების ჩათვლით”, - დასძენს გამოცემა.
სიახლეები
- ,,ეს არის იმ პოლიტიკის დამსახურება, რასაც საქართველოს ხელისუფლება წლებია აწარმოებს"- შალვა პაპუაშვილი
- ,,სალომე ზურაბიშვილმა გლოვის დღეს ცილი დასწამა ეკლესიას და შემდეგ კითხვები უჩნდება, სად იყო და სად არა"- შალვა პაპუაშვილი
- საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
- იმერეთში რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოვლინდა
- ,,გლოვის დღეები ჰქონდა საქართველოს, ამიტომ არაფერი დავწერე, არადა ბევრი რამ მოხდა…” – ეკა კუპატაძე