"დაგვიჯერეთ, უარესი ჯერ კიდევ წინ არის, მოდით, თავიდან ავიცილოთ ეს ტრაგედია.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორი აცხადებს, კორონავირუსის გამო უარესი ჯერ კიდევ წინ არის.
ტედროს ადჰანომ გებრეიესუსი მიიჩნევს, რომ კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების შერბილება პანდემიის დასრულებას არ ნიშნავს.
მისი თქმით, ქვეყნებმა, სადაც შემზღუდავი ზომების შერბილება იგეგმება, ეს ფრთხილად და ეტაპობრივად უნდა გააკეთონ. ამასთან, მან თითოეულ სახელმწიფოს მოუწოდა, უზრუნველყონ დაავადების თითოეული შემთხვევის გამოვლინება, ტესტირება, იზოლირება და მკურნალობა.
"დაგვიჯერეთ, უარესი ჯერ კიდევ წინ არის, მოდით, თავიდან ავიცილოთ ეს ტრაგედია. ბევრი ადამიანი უბრალოდ ვერც კი ხვდება, ეს რა ვირუსია," - აცხადებს ჯანმოს დირექტორი.
ტეგები:
სიახლეები
- "აშშ გულწრფელად ისწრაფვის კონფლიქტის მოგვარებისკენ, თუმცა ეს პირველ რიგში რუსეთისა და უკრაინის საქმეა" - ვლადიმერ პუტინი
- "არავინ თანხის დასაზოგად არ არის განწყობილი, ამორალურია, როდესაც დიუშენის მედიკამენტებთან დაკავშირებით პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობენ"
- ნავთობის ბაზრის ანალიზი ადასტურებს, რომ ირან-ამერიკის დაპირისპირება მისულია ფინალურ ფაზამდე
- გლდანში ავარიას ქვეითი ემსხვერპლა
- 10 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი