"ჩერნობილის ხანძრებთან დაკავშირებით მოსახლეობამ სიმართლე უნდა იცოდეს"-ვლადიმირ ზელენსკი
უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ ჩერნობილის ხანძრებთან დაკავშირებით, მოსახლეობამ სიმართლე უნდა იცოდეს და შესაბამისი პირებისგან ანგარიშის ჩაბარების შემდეგ მათ ინფორმირებას მოახდენს.
„მე თვალყურს ვადევნებ ჩერნობილის ზონაში მიმდინარე მოვლენებს. ვიცი, რომ მეხანძრეები ყველაფერს აკეთებენ, რაც შეუძლიათ. მადლობელი ვარ მათი გამბედაობის გამო. ხვალ მოვისმენ ანგარიშს სახელმწიფო საგანგებო საქმეების სამსახურის ხელმძღვანელისგან და დასკვნებს მოგვიანებით გავაკეთებთ. ხალხმა სიმართლე უნდა იცოდეს“, - დაწერა ზელენსკიმ „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე.
ცნობისთვის, უკრაინის ჩერნობილის რეგიონში, ძლიერ ხანძრებს ამ დრომდე ვერ აქრობენ. გუშინ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ცეცხლი მაღალი აქტივობის რადიოაქტიური ნარჩენების საცავს მიუახლოვდა.
სიახლეები
- ქუთაისის სპორტის სასახლეში მოსწავლე მოკრივეთა შორის საქართველოს ჩემპიონატი გაიხსნა
- "ყველაფერს გავაკეთებთ, რომ თურქეთში პუტინთან შეხვედრა შედგეს, ვინაიდან, მხოლოდ მასთან უნდა შევთანხმდე ცეცხლის შეწყვეტაზე, მხოლოდ ის წყვეტს ამას"
- "გამოუშვით ეს ადამიანები! ამ ნაბიჯის გადადგმა არ იქნება სისუსტის გამოვლინება"- გიორგი კვირიკაშვილი დაკავებულ მომიტინგეებზე
- "ფარცხალაძის რუსეთში ყოფნა ნიშნავს, რომ რუსეთში გადავიდა საქართველოს შესახებ ძალიან დიდი ინფორმაცია" - სალომე ზურაბიშვილი
- "თავდახრილები და დაჩოქილები კი არ ვეხვეწებით ვიღაცას რაღაცას, არამედ თამამად, შესაბამისი ტონით ვეუბნებით, რომ მართლები ვართ"