მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 1 მილიონს გადააჭარბა
მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა, ბოლო სტატისტიკური მონაცემებით 1 მილიონს გადააჭარბა.
Worldometers-ის ცნობით, ჯამში, ახალი ვირუსით დაინფიცირდა 1,000,889 ადამიანი. კორონავირუსით გარდაიცვალა 51,371 პაციენტი, ხოლო გამოჯანმრთელდა 210,214 პირი.
დაავადებულთაგან 37,702 (5%) პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა. ყველაზე მეტი - 235,747 ინფიცირებული ჰყავს აშშ-ს, შემდეგ იტალიას, ესპანეთს, გერმანიას და ჩინეთს.
ტეგები:
სიახლეები
- "უწმინდესმა გვასწავლა, რომ ჭეშმარიტი ძალა სიმდაბლეშია, რომ ნამდვილი გამარჯვება რეალური სიმტკიცეა" - როგორ იხსენებენ პატრიარქს
- საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე სიონის ტაძარში დაკრძალეს
- "უფალმა ილია მეორე მოავლინა მარტო კაცად და უბრუნდება მთელი ერით - ასე ხილულად, ასე ერთად, ასე გამთლიანებულად, როგორც ეს ამ დიდებულ დღეებში გაცხადდა"
- "გამხნევდით ძმანო და შვილნო, თქვენი პატრიარქი და მამა არ მომკვდარა, არამედ სძინავს, სწორედ პატრიარქ ილიაზეა ნათქვამი: „მკვდარი ცოცხალია“, რამეთუ მართალი მკვდარნი ცოცხლობენ"
- "ილია მეორის მოღვაწეობა გამოირჩეოდა სიბრძნითა და მაღალი მორალური ავტორიტეტით, რამაც მას უდიდესი პატივისცემა მოუტანა როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ"