ემანუელ მაკრონი - ხვალინდელი დღე გუშინდელს აღარ უნდა ჰგავდეს - ხელახლა უნდა ავაშენოთ ჩვენი სახელმწიფო და ევროპული სუვერენიტეტი
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის ინფორმაციით, საფრანგეთი სტრატეგიული სამედიცინო ნაწარმის წარმოებაში 4 მილიარდი ევროს ინვესტიციას ჩადებს. მისი თქმით, ევროპა სხვა ქვეყნებზე დამოკიდებული აღარ უნდა იყოს.
„ჩვენი პრიორიტეტია, რომ დღეიდან დავიწყოთ წარმოება საფრანგეთში, ჩვენს ტერიტორიაზე. გარკვეულ პროდუქტებსა და მასალებს სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს და ევროპა დამოუკიდებელი უნდა იყოს. ხვალინდელი დღე გუშინდელს აღარსდროს უნდა ჰგავდეს. ჩვენ ხელახლა უნდა ავაშენოთ ჩვენი სახელმწიფო და ევროპული სუვერენიტეტი“,-განაცხადა მაკრონმა.
კორონავირუსით გამოწვეული კრიზისი ფონზე ევროპის ქვეყნებმა არაერთხელ განაცხადეს სამედიცინო აღჭურვილობის სიმცირეზე. მედიის ინფორმაციით, კონტინეტი პანდემიას მოუმზადებელი შეხვდა.
სიახლეები
- ,,ეს არის იმ პოლიტიკის დამსახურება, რასაც საქართველოს ხელისუფლება წლებია აწარმოებს"- შალვა პაპუაშვილი
- ,,სალომე ზურაბიშვილმა გლოვის დღეს ცილი დასწამა ეკლესიას და შემდეგ კითხვები უჩნდება, სად იყო და სად არა"- შალვა პაპუაშვილი
- საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
- იმერეთში რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოვლინდა
- ,,გლოვის დღეები ჰქონდა საქართველოს, ამიტომ არაფერი დავწერე, არადა ბევრი რამ მოხდა…” – ეკა კუპატაძე