რეჯეფ თაიფ ერდოღანმა კორონავირუსით დაზარალებულთა დასახმარებლად საკუთარი 7 თვის ხელფასი გაიღო
თურქეთის პრეზიდენტმა კორონავირუსთან ბრძოლის ფარგლებში „ეროვნული სოლიდარობის კამპანია“ დააფუძნა და შემოწირულობის სახით საკუთარი 7 თვის ხელფასი გაიღო, - ამის შესახებ ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.
„კამპანიას საკუთარი 7 თვის ხელფასის დონაციით ვიწყებ,“ - განაცხადა ერდოღანმა.
მისი თქმით, მინისტრთა კაბინეტის წევრებმა და პარლამენტარებმა კამპანიის ფარგლებში 5,2 მილიონი თურქული ლირის (791 000 აშშ დოლარი) ოდენობის შემოიწრულობა გაიღეს.
პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ კამპანიის მიზანი იმ დაბალშემოსავლიანი ადამიანაების დახმარებაა, რომლებიც კორონავირუსის წინააღმდეგ გატარებული ღონისძიებების გამო ეკონომიკურად დაზარალდნენ.
შეგახსენებთ, ბოლო მონაცემებით თურქეთში 10 827 შემთხვევაა დადასტურებული, დაღუპულია 168 ადამიანი.
სიახლეები
- 4 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
- "დიდი შეცდომა დავუშვით „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ, დესოვეტიზაციის ბევრად რადიკალური ზომები რომ არ გავატარეთ"
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 4 თებერვლისთვის
- პარლამენტმა „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებებს მხარი დაუჭირა
- "ნიდერლანდების საელჩომ უნდა გააცნობიეროს, რომ დეზინფორმატორების დაფინანსებით საერთაშორისო სამართალს არღვევს"