"დარჩით სახლში, წაიკითხეთ წიგნები, უყურეთ ფილმებს და ვებრძოლოთ დემოგრაფიულ კრიზისსაც"
უკრაინის პრეზიდენტი, ვლადიმირ ზელენსკი მოსახლეობას რეკომენდაციას აძლევს, კარანტინის დროს დემოგრაფიულ კრიზისთან ბრძოლით დაკავდნენ. ამის შესახებ ქვეყნის ლიდერმა ტელეარხ ICTV-ისთან საუბრისას განაცხადა.
„თქვენ ხომ იცით, რომ ჩვენთან კრიზისია, მაგრამ დემოგრაფიული კრიზისი არავის აღუნიშნავს. ვფიქრობ, დადგა დრო ამ კრიზისსაც ვებრძოლოთ“,-განაცხადა ზელენსკიმ.
მანვე მოსახლეობას რეკომენდაცია მისცა, კარანტინის დროს მეტი დრო გაატარონ ახლობლებთან, წაიკითხონ წიგნები და უყურონ ფილმებს.
"ჩვენ ვერ ვპოულობთ დროს უბრალო საუბრისთვის ჩვენს შვილებთან, ბებია-ბაბუასთან და შვილიშვილებთან კომუნიკაციისთვის. დარჩით სახლში, წაიკითხეთ წიგნები, უყურეთ ფილმებს. ახალგაზრდებს რაც შეეხება, თქვენ იცით, რომ ჩვენ გვაქვს ერთი კრიზისი, მაგრამ არავის უხსნებია დემოგრაფიული კრიზისი. ვფიქრობ, რომ დროა ვებრძოლოთ ამ კრიზისს.
ჩვენ სახლში უნდა დავრჩეთ-ეს ყველაზე კარგი გამოსავალია მდგომარეობიდან. თუ გაქვს ტემპერატურა, სასწრაფოდ დაურეკეთ ექიმს, ჩვენ დაგეხმარებით“,-აღნიშნა პრეზიდენტმა.
ცნობისთვის, ამ დროისთვის უკრაინაში კორონავირუსის 7 შემთხვევაა დაფიქსირებული.
სიახლეები
- "გაისად, 1700 წელი სრულდება ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან - განსაკუთრებით ვემზადებით აღსანიშნად" - მეუფე შიო
- მაკიაჟი ზაფხულისთვის: როგორ გამოიყურებოდეთ შეუდარებლად სანაპიროზე?
- "რეჟიმი თქვენ წინაშე გაშიშვლდა" - სალომე ზურაბიშვილი მზია ამაღლობელს და ნინო დათაშვილს
- "ლელო" თაღლითების პარტიაა, „თაღლითების პარტიის" წევრობა და მხარდაჭერა კი თაღლითობაში თანამონაწილეობაა" - შალვა პაპუაშვილი
- "ნინო დათაშვილის ფსიქიატრიული ექსპერტიზა დაინიშნა იმის გამო, რომ მისმა ადვოკატმა წარადგინა დოკუმენტები მის ფსიქოლოგიურ არამდგრადობასთან დაკავშირებით" - პროკურატურა